Facebook, Twitter, Instagram, Pinterest, მესიჯობა. სოციალური მედია და ახალი ტექნოლოგიები ამარტივებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

2021 წლისათვის მოსალოდნელია რომ სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა 3.02 მილიარდამდე გაიზრდება მსოფლიო მაშტაბით. იბადება კითხვა, კომუნიკაციის ეს, შედარებით ახალი მეთოდი, რა გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ, ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე.

მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები დააკვირდნენ პაციენტებს თუ როგორ ითვისებენ კომუნიკაციის ამ ფორმას 24/7-ზე ინტერნეტ კავშირის ქონის პირობებში. ფსიქოლოგები გვიზიარებენ დაკვირვების შედეგებს, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური მედია მომხმარებლებზე.

სოციალური მედიის სარგებლიანობა

ფსიქიკური ჯანმრთელობა

  • გვაძლევს შეგრძნებას, რომ მივეკუთვნებით გარკვეულ ჯგუფს: ყველას სურს რომ მიეკუთვენბოდეს გარკვეულ წრეს. როდესაც მეგობარი ან ოჯახის წევრი პოსტავს ჩვენს Facebook კედელზე, გვიჩნდება შეგრძნება რომ მისაღები ვართ.
  • ამარტივებს ავტორიტეტის პოვნას: სოციალური მედია ხელს უწრობს საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაკავშირებას. თუ სირბილის შეჯიბრებაში იღებ მონაწილეობას და პრობლემა გექმნება უკანასკნელი კილომეტრი წარმატებით დაფარო, შესაძლებელია რომ სოციალურ ქსელში დაიმატო წარმატებული მორბენალი, რომელიც ინსპირაციასა და მოტივაციას მოგცემს.
  • ზრდის ნდობას: ვენესუალაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარკმა და კიიმ აჩვენარ ომ Facebook ზრდის მომხმარებელთა შორის ურთიერნდობას. მომზმარებელთა მიერ Facebook-ზე გაზიარებული დეტალური ინფორმაცია ამცირებს გაურკვევლობას მათი განზრახვების, მოტივების და ქცევების შესახებ.
  • მარტოობის შეგრძნების შემცირების ხარჯზე ზრდის სიახლოვის შეგრძნებას: როდესაც ადამიანებს სოციალურ ქსელში აქვთ ერთი ერთზე კომუნიკაცია, მათ ეზრდებათ სიახლოვის განცდა. აღნიშნულს ანახებს კარგენი მელონის უნივერსიტეტის კვლევა.
  • გვაბედნიერებს:  “Facebook დეპრესიის” მიუხედავად სოციალურ მედიას შეუძლია გაგვაბედნიეროს – მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც აქტიური მომხმარებელი ვართ. მისურის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ აქტიურად ჩართული მომხმარებლები განიცდიდნენ მომატებულ ბედნიერებას. მომატებული ბედნიერების განცდა ქრებოდა, როდესაც მომხმარებელი პასიური სქროლვის რეჟიმში გადადიოდა.

ფიზიკური ჯანმრთელობა

  • პოზიტიურად მოქმედებს ჯამრთელობის მენეჯმეტზე: მომხმარებელთა 40 პროცენტზე მეტმა გაიუმჯობესა ჯანმრთელობის მიმართ მიდგომა, სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით.
  • აუმჯობესებს ჯანმრთელობას მობილური აპლიკაციების გამოყენებით: მობილური აპლიკაციის ქონა, რომელის კურირებს ვარჯიშს, დიეტას და ამავდროულად აქვს სოციალური მახასიათებლები, მომხმარებელს ეხმარება რომ დამატებითი თანადგომა მიიღოს.
  • აუმჯობესებს განკურნების მეთოდებს: ექიმების 60 პროცენტი ფიქრობს, რომ მათ მიერ გაცემული ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაუმჯობესდა სოციალური მედიის დახმარებით.

ურთიერთობები

  • წყვილებში ქმნის სიახლოვის შეგრძნებას: 18-დან 29 წლამდე წყვილების 41 პროცენტში ტექსტური და ონლაინ მესიჯები ზრდის სიახლოვის განცდას. ზოგიერთი წყვილი ტექტურ მესიჯებს იყენებს უთანხმოების მოსაგვარებლად, რომელსაც პირისპირ ვერ აგვარებდა.
  • ამცირებს იზოლაციას: სოციალური ქსელების მომხმარებლებს 50 პროცენტით ნაკლები შანსი აქვთ რომ იზოლაციაში იყნენ, ვიდრე არა მომხმარებლები.
  • კავშირების განახლება: Facebook ამარტივებს ძველი მეგობრების პპოვნას და მათთან ურთიერთობის განახლებას.

ზიანი სოციალური მედიისგან

ფსიქიკური ჯანმრთელობა

  • ზრდის არაადეკვატურობის განცდას: სოციალური ქსელების მომხმარებლები საკუთარ თავს ადარებენ სხვა მომხმარებელებს და უჩნდებათ განცა რომ თავიანთი ცხოვრება ვერასდროს იქნება საკმარისად “იდეალური”.
  • სოციალური ანჰედონია: მისურის უნივერსიტეტის კვლევებში გამოიკვეთა, რომ ტესტების შედეგბში ჩანდა შიზოტოპიის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ცნობილია სოციალური ანჰედონიის სახელით. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს არ გააჩნია უნარი სიამოვნება მიიღოს, იყოს ბედნიერი იმ აქტივობებისაგან რისი გაკეთებაც ნორმალურ მდგომარეობაში გაართობდა – ეს გულისხმობს სხვა ადამიანებთან ინტერაქციასაც. მომხმარებელთან უმეტესობა, რომლებიც ამ კონდიციაში ვარდებიან გამოირჩევიან Facebook-ზე მცირე ფრენდების რაოდენობით, აზიარებენ ცოტა ფოტოს და ნაკლებად იღებენ არიან ჩართულები Facebook აქტივობებში.
  • ზრდის დამოკიდებულების გაჩენის შანსს: სმარტფონისს მუდმივი შემოწმება, სოციალურ ქსელებში მიღებული შეტყობინებების ხშირი ნახვა გონებას ასტიმულირებს გაიჩინოს დამოკიდებულება, რადგან მომხმარებლები არიან თითქოსდა მოწეულ მდგომარეობაში. მენტალური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური მანუალი არ შეიცავს ინტერნეტ დამოკიდებულებას, მაგრამ სიმპტომები მოიცავს ემოციურ გათიშვასა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვას.
  • ადამიანთან პირისპირ კომუნიკაციას ართულებს: სოციალური ფობია შესაძლოა წარმოიშვას ადამიანებთან პირადი ინტერექციის სინაკლების გამო.
  • იწვევს შფოთვას: სოციალური ქსელების მომხმარებლები განიცდიან “რაიმე არ გამომრჩეს შიშს”. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ რომ სხვები მის გარეშე ერთობიან. შესაძლოა განუვითარდეთ შფოთვაც, რადგან თავს არ გრძნობენ საკმარისად ჭკვიანად, ან საკმარისად საინტერესო თუ წარმატებულ პიროვნებად.
  • იწვევს დეპრესიას: სოციალური ფსიქოლოგის ეთან კროსის მიხედვით, “ზედაპირულად Facebook გვთავაზობს ფასდაუდებელ რესურსს ადამიანური სოციალური კავშირებისათვის. თუმცა ჩვენ ვხედავ რომ სინამდვილეში გვაძლევს სრულიად საპირისპირო შედეგს – ძირს უთხრის სოციალურ კავშირებს.” ეს შედეგი არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი Facebook მეგობარი გყავთ, რამდენად გულისხმიერები არიან ისინი ან რატომ ლოგინდებიან Facebook-ზე. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდ დროს უთმობდა ადამიანი Facebook-ს, მით უფრო უარესდებოდა მისი განწყობა.

ფიზიკური ჯანმრთელობა

  • მოქმედებს ძილის რეჟიმზე: გვიან ღამემდე სოციალური ქსელების გამოყენება, ტექსტინგი და ბრაუზინგი იწვევს ძილის აშლილობებს, სტრესს და დეპრესიას.
  • გვაძლევს სწრაფ “დარტყმას”: წამიერი მადლიერების შეგრძნება რასაც სოციალური მედია გვანიჭებს შესაძლოა შევადაროთ ნარკოდამიკიდებულებას.
  • ხელს უწყობს უმოქმედობას: ჯამრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მიხედვით, სმარტფონის მესიჯობისათვის ან სოციალური მედიისათვის გამოყენება წვავს მხოლოდ ერთ კალორიას – დიახ მხოლოდ ერთ კალორიას ერთი საათის განმავლობაში. ენერგიის ხარჯი უტოლდება მდგომარეობას როდესაც არაფერს არ ვაკეთებთ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სიმსუქნე, მეორე სტადიის დიაბეტი, მეტაბოლიზმი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ართრიტი, სუნთქვის პრობლემები და კიბო.
  • კვების პრობლემები: კვლევამ აჩვენა, რომ ქალების ნაწილი რომლებიც გამოიყენებდნენ Facebook-ს უფრო მეტად ჰქონდათ პრობლემები საკუთარი სხეულის სილამაზის აღქმის. ეს ქალები განსაკუთრებულად იბრძვიან “ლაიქებისა” და კომენტარებისთვის საკუთარ პოსტებზე; ისინი ხშირად ადარებენ თავიანთ ფოტოებს და საკუთარ თავს თავიანთ მეგობრებს.

ურთიერთობები

  • ყურადღების გაფანტვა: კვლევამ აჩვენა რომ წყვილების 25 პროცენტი გრძნობდა, რომ მათ პარტნიორს ხშირად გადაჰქონდა ყურადღება ტელეფონზე. იმავე კვლევამ აჩვენა რომ წყვილების 8 პროცენტი ჩხუბობს იმის გამო რომ მათი პარტნიორრი ინტერნეტში დიდ დროს ატარებს.
  • სასაუბრო აღარ რჩება: თუ პარტნიორები მთელი დღის განმავლობაში ერმანეთთან ურთიერთობენ სოციალური მედიის გამოყენებით, შესაძლოა რომ დღის ბოლოს როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან სასაუბრო აღარაფერი ჰქონდეთ.
  • ამცირებს ემპათიას: რადგან ადამიანები სოციალური მედიის გამოყენებით ერთმანეთს ერთი ერთზე ესაუბრებიან, აღმოჩნდა რომ ისინი ემპათიის შეგრძნებას კარგავენ. მათ აღარ შეუძლიათ გულქრფელი რეაქცია ცხოვრებისეულ ფაქტებზე რაც სხვის თავს ხდება.
  • თვითშეფასების პრობლემა: ამ მდგმარეობაში ადამიანების თვითშეფასება დამოკიდებულია მათი ურთიერთობის სტატუსზე. შედეგად, მათ სურთ Facebook ფრენდებს დაანახონ რომ არიან ძალიან კარგ ურთიერთობაში და ტრაბახობენ საკუთარი პარტნიორით. შესაძლოა მათ პარტნიორის Facebook კედელზე დაპოსტონ ისეთი მესიჯები, რომლის პირადად გაზიარებაც უფრო მართებული იქნებოდა.
წინა სტატიაროგორ გვიცავს გონება ავადმყოფობისგან?!
შემდეგი სტატიაApple-მა შესაძლოა WWDC-ზე ARM-ზე დაფუძნებული მაკები დააანონსოს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი