Apple-მა შესაძლოა WWDC-ზე ARM-ზე დაფუძნებული მაკები დააანონსოს

Aapple შესაძლოა Intel-ის პლატფორმას დაემშვიდობოს და საკუთარი წარმოების ARM პროცესორებზე გადავიდეს მთლიანად. დეველოპერების კონფერენციაზე, რომელიც 22 ივნისს გაიმართება და მხოლოდ ონლაინ ფორმატში იქნება წარმოდგენილი COVID-19 პანდემიის გამო.

მსგავსი ჭორები უკვე წლებია ვრცელდება, მაგრამ Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იძლევა საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მოვლენების მსგავსი განვითარება. ARM პროცესორზე დაფუძნებულ მაკებს უკვე 2021 წლიდან ვიხილავთ, რადგანაც მოპოვებული ინფორმაციის თანახმად კომპანია A14 ჩიპების სამაგიდო ვერსიებზე მუშაობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ARM პროცესორებზე გადასვლა მომავალ წელს იგეგმება, Apple-მა უნდა იზრუნოს დეველოეპრებზე, რომლებსაც მოუწევთ პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია ახალ არქიტექტურაზე, რაც ყელაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასეთ სიტუაციაში.

Bloomberg ამბობს, რომ გადასვლის მიზეზი არის Intel-ის პროცესორების განვითარების ტემპების შენელება და ამავდროულად ARM ჩიპებზე ჩატარებული ტესტირებები, რომლებიც მაღალ წარმადობას აჩვენებს Intel-ის ჩიპებთან შედარებით. დამატებითი ფაქტორია ენერგოეფექტურობა, რომელიც მობილურ პროცესორებს აქვთ და შესაძლებლობა აეწყოს უფრო თხელი და მსუბუქი მაკბუქები. რა თქმა უნდა ახალ პროცესორებზე გადასვლა დროთა განმავლობაში მაკების ყველა კატეგორიას შეეხება, მათ შორის სამაგიდო და მინი კომპიუტერებსაც.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *