ოდესმე გიფიქრია რა სუნი აქვს კოსმოსს? NASA-ს ასტრონავტები ამ სუნს აღწერენ როგორც “ოზონის, ცხელი მეტალის და შემწვარი სტეიკის” სუნს, რომელსაც დაყვება ჟოლოსა და რომის არომატი. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, უკვე შეგიძლია შეიძინო სუნამო კოსმოსის არომატით რომელსაც ჰქვია Eau de Space.
კოსმიური სუნამო NASA-მ პირველად 2008 წელს გამოუშვა. ის გამოიყენებოდა ასტრონავტების სავარჯოშოდ, რათა სრულიად განეცადათ კოსმოსური გარემო სანამ ორბიტიდან გავიდოდნენ.
სურნელი წლების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. საბოლოოდ მეტ რიჩმონდმა მოიპოვა რეცეპტი. მეტ რიჩმონდი ამჟამად Eau De Space-ის მენეჯერია.
პროდუქტი Kickstarter-ზე 2020 წლის 18 ივნისს გამოჩნდა. 24 საათიც კი არ გამხდა საჭირო რომ 124% დაფინანსება მოეპოვებინა. დღეისათვის კამპანიას ნახევარი მილიონი დოლარი აქვს მოპოვებული.
გაიგე მეტი კოსმიური არომატის შესახებ Kickstarter-ზე.