2020 წლის 7 აგვისტოს Apple-მა განაცხადა, რომ ღრუბლოვანი სათამაშო სერვისები Microsoft xCloud და Google Stadia არ იქნება ხელმისაწვდომი iOS მოწყობილობებზე, რადგანაც ისინი App Store-ის პოლიტიკას არღვევენ.
Apple-მა დააზუსტა, რომ სერვისები xCloud და Stadia არღვევენ App Store-ის წესებს, რომელთა შორის არის პუნქტები 4.2.7 (პუნქტი E – “თხელი კლიენტი რღუბლოვანი აპლიკაციისთვის არ შეიძლება არსებობდეს App Store-ში”) და 4.7. ღრუბლოვანი სათამაშო სერვისების შემადგენლობაშ შედის ცალკეული აპლიკაციები, რომლებიც ვერ შემოწმდება Apple-ის მიერ. კომპანია მოითხოვს, რომ მსგავსი სერვისები ვალდებული არიან გაუგზავნონ ყოველი თამში App Store-ის მოდერატორებს შემოწმებისა და დამტკიცებისთვის. ასევე Apple ვერ მიიღებს 30 პროცენტიან კომისიას, მომხმარებლის მიერ თამაშებში განხორციელებული გადახდებიდან, რაც მიუღებელია App Store-ის წესებით.
Microsoft-ის დეველოპერები რამდენიმე თვის განმავლობაშ ატარებდნენ Project xCloud-ის შიდა ტესტირებას iOS-ზე, თუმცა ეს პროექტი უკვე დაიხურა.
ადრე კომპანია Facebook-მა გააკრიტიკა App Store-ის წესები, რადგანაც ვერ გამოუშვა Facebook Gaming-ის სრულყოფილი აპლიკაცია, რის შედეგადაც iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლები ამ აპლიკაციაში ჩაშენებული მინი-თამაშების გარეშე დარჩნენ.
2020 წლის 30 ივლის Telegram-მა შეიტანა ანტიმონოპოლიური სარჩელი Apple-ის წინააღმდეგ ევროკომისიაში. სარჩელის შინაარსი ეხება ბაზრის მონოპილიზაციას, რაც აპლიკაციების გავრცელების მხოლოდ App Store-ის საშუალებაში გამოიხატება, რაც კონკურენციის უფლების დარღვევაა. Telegram თვლის, რომ Apple-მა უნდა მისცეს მომხმარებლებს საშუალება აპლიკაციები არა მხოლოდ App Store-იდან ჩაიწერონ.
2020 წლის ივნისში ევროკომისამ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო ორ სარჩელზე, რომლებიც Spotify, Rakuten, Epic Games, Match Group-ის და სხვების მიერ იქნა შეტანილი Apple-ის წინააღმედ App Store-ში მაღალი საკომისიოს, Apple Pay-ს მკაცრი წესების, NFC-მოდულის მხოლოდ Apple Pay-ზე შეზღუდვის გამო.