Bloomberg-ის პუბლიკაციის თანახმად ბევრი იაპონელი მობილური აპლიკაციების დეველოპერი მხარს უჭერს Epic Games-ს Apple-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზოგიერთმა მათგანმა მიმართა იაპონიის ანტიმონოპოლიურ სამსახურებს. დეველოპერებს არ აწყობთ 30% კომისია და პრობლემები აქვთ უკუკავშირთან, მათ აწუხებთ რეცენზირების ხანგრძლივი ვადები და ირაციონალური მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობის გარეშე პროდუქტის პუბლიკაცია შეუძლებელია.
კომპანიების PrimeTheory Inc. და Gumi Inc., ასევე დეველოპერები მცირე თამაშების სტუდიებიდან თვლიან, რომ App Store-ის აპლიკაციების შემოწმების პროცესი ნაწილობრივ უსამართლო და ჩახლართულია. Apple უფრო ყურადღებით უნდა მუშაობდეს დეველოპერებთან და არ უნდა აღმართოს ახალი დაბრკოლებები მათ წინაშე. აპლიკაციების დამტკიცების პროცესს კვირები ჭირდება, ამავდროულად მოდერატორები ზოგიერთ აპლიკაციას უპრობლემოდ უშვებენ, ხოლო ზოგიერთისთვის მოითხოვენ ცვლილებებს ისე რომ ურთიერთობისას იყენებენ ბონდოვან ტერმინოლოგიას.
იაპონიაში 700 000-ზე მეტი iOS დეველოპერია. Apple-მა WWDC 2020-ზე განაცხადა, რომ კომპანიას 23 მილიონი დეველოპერი ყავს მთელს მსოფლიოში. Apple-ის მონაცემებით იაპონელმა მომხმარებლებმა 2019 წელს AppStore-ში და აპლიკაციების შიგნით განახორციელეს $37 მილიარდი დოლარის შესყიდვები.
Apple-ის პასუხში ნათქვამია, რომ ცდილობს ყველა დეველოპერს გაუწიოს საჭირო მხარდაჭერა. მაგალითისთვის, იაპონიაში კომპანიამ ამისთვის მათ 1400 კონსულტანტი დაიქირავეს და იაპონურ ენაზე თარგმნეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის აპლიკაციების ოპტიმალური დიზაინისა და კოდის წერის რეკომენდაციები.
ამ ეტაპზე იაპონიის ანტიმონოპოლიურმა სტრუქტურამ მიიღო დეველოპერების განცხადება და განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს Epic Games-ის და Apple-ს შორის სასამართლო პროცესს.