New York Times და Engadget გვატყობინებს, რომ Apple დათანხმდა შეცვალოს რამდენიმე წესი App Store-ის გამოყენებისას, რომელიც დეველოპერებმა მოითხოვეს კოლექტიური საჩივრით. ისინი ჩიოდნენ, რომ Apple არ აძლევს მცირე ბიზნესს განვითარების საშუალებას და ითხოვდნენ ალტერნატიული გადახსი სისტემების გამოყენების ნებართვას საკუთარ აპლიკაციებში.

Apple-მა ნება მისცა დეველოპერებს შეატყობინოს მომხმარებლებს ხელმოწერაზე ალტერნატიული გადახდების შესახებ, მაგრამ არა App Store-ში გამოქვეყნებულ აპლიკაციებში. თუ მომხმარებელი დაეთანხმება დეველოპერს მიიღოს წვდომა ელ-ფოსტის მისამართზე, მაშინ დეველოპერს შეუძლია ეს კონტაქტი გამოიყენოს მისი ინფორმირებისთვის App Store-ის მიღმა ხელმოწერის გადახდის ვარიანტების შესახებ.


დამატებით Apple-მა განაცხადა, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში გააგრძელებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერას. დეველოპერები, რომლებიც წლიურად 1 მილიონ დოლარზე ნაკლებს შოულობენ, სარგებლობენ მცირე 15% კომისიით App Store-ში განსხვავებით 30%-ისა.

გარდა ცვლილებებისა App Store-ის წესებში, კომპანიამ განაცხადა, რომ შექმნა ფონდი დამწყები და მცირე დეველოპერებისთვის (Small Developer Assistance Fund). ამ პროგრამის მონაწილეები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ა.შ.შ-დან შეძლებენ 30 – 250 ათასი დოლარამდე დახმარებას ბიზნესის განვითარებისთვის. დახმარების ოდენობა დამოკიდებული იქნება Apple-ის ეკოსისტემაში შეტანილ წვლილზე და მიმდინარე სტატისტიკაზე App Store-ში.

წინა სტატიამეცნიერებმა ორ განზომილებიანი ზემყარი სხეული შექმნეს
შემდეგი სტატიაკვანტური კომპიუტერები შუშის მიკროსქემებით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი