Twitter-ში საყვარელი ავტორების ბიტკოინებით დასაჩუქრება გახდა შესაძლებელი

სოციალური ქსელი Strike გადახდების სისტემას აინტეგრირებს

  • ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-ზე და უახლოეს კვირებში Android-ზეც გამოჩნდება, წერს CNBC.
  • მომხმარებლები შეძლებენ მიუთითონ საკუთარი კრიპტო საფულეები თანხის მისაღებად ან გასაგზავნად. სოციალური ქსელი გადარიცხვებიდან საკომისიოს არ ჩამოგაჭრით.
  • გარდა ამისა Twitter ამბობს, რომ ატესტირებს ფუნქციას, რომელიც საკუთარი ციფრული NFT აქტივების კოლექციის ჩვენებას გახდის შესაძლებელს სოციალურ ქსელში. სხვა დეტალებს კომპანია არ ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს.
  • კომპანია ჯერ კიდევ მაისში ატესტირებდა ფულად გადარიცხებს, მაგრამ მაშინ მომხმარებლებს მხოლოდ ფიატური ფულის გადაგზავნა შეეძლოთ Bandcamp, Cash App, Patreon, PayPal და Venmo-ს საშუალებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *