კომპანია HMD Global-მა, რომელიც Nokia-ს ბრენდის მფლობელია ახალი პლანშეტი T20 წარმოადგინა. მოწყობილობას 10.4 დიუმიანი 2K ეკრანი აქვს 1200×2000 გარჩევადობით და $250 ღირს.
Nokia T20 მუშაობს Unisco T610 პროცესორზე. ეს არის 12 ნანომეტრიანი ჩიპი ორი A75 და ექვის A55 ბირთვით. მოწყობილობას 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გბ. ჩაშენებული მეხსიერება აქვს. გათვალისწინებულია microSD ბარათების სლოტი 512 გიგაბაიტის მხარდაჭერით.
პლანშეტი Android 11 საოპერაციო სისტემით იმართება. კომპანი გვპირდება, რომ 2 წლის განმავლობაში განაახლებს პროგრამულ უზრუნვეყოფას, ხოლო უსაფრთხოებას 3 წლის ვადით. შესაბამისად მოწყობილობა Android 12 და 13 ვერსიებამდე განახლდება.
Nokia T20-ს აქვს 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური და 8 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა. გარდა ამისა მას 3.5 მმ. ყურსასმენების პორტი და FM რადიოც აქვს.
აკუმლატორის მოცულობა 8000 მა/სთ-ია და 18 ვტ. სწრაფი დამუხტვა აქვს.
პლანშეტი წყლისა და მტვრისაგან IP52 სტანდარტითაა დაცული. ეკრანი დარტყმაგამძლეა ხოლო უკანა პანელი ალუმინისგანაა დამზადებული.
გაყუდვაში ის წლის ბოლოსკენ გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება Wi-Fi და LTE მოდელები.