2022 წლის 8 თებერვალს NVIDIA-ს დირექტორთა საბჭომ უარი თქვა ARM-ის შეძენაზე. Financial Times-ის წყაროებიც ცნობით ეს ა.შ.შ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის რეგულატორების ზეწოლის შედეგად მოხდა. აღნიშნულმა სტრუქტურებმა დაინახეს საფრთხე ბევრი აიტი კომპანიისთვის, რომლებიც ARM-ის ტექნოლოგიებს იყენებენ სხვა და სხვა პატენტების გამოყენებით.
ARM-ის ტექნოლოგებზე ეფუძნება ძალიან ბევრი მობილური ჩიპი. კომპანიის კლიენტებია Apple, AMD, Broadcom, Huawei, Samsung, Qualcomm და Intel. ARM უკვე რამდენიმე წლია ითვისებს მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და ქსელურ მოწყობილობებს.
NVIDIA-ზე გაყიდვის წინააღმდეგი იყო ARM-ის დამფუძნებელი ჰერმა ჰაუზერი, რომელიც მოითხოვდა ბრიტანეთის მთავრობისგან კომპანიის გაყიდვის აკრძალვას. ამის შემდეგ ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მასმედიისა და სპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეამოწმებს გარიგებას კომპანიებს შორის ნაციონლური უსაფრთხოების კუთხით. დეპარტამენტში ეშინოდათ, რომ ბრიტანეთის ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის საფრთხეები შეიქმნებოდა გაყიდვის შემთხვევაში. გარკვეული ეჭვები ა.შ.შ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიასაც გააჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით.