საერთაშორისო გადახდების სისტემის VISA და MasterCard-ის ყველა ბარათი, რომელიც გამოშვებულია რუსული ბანკების მიერ, განაგრძობენ მუშაობს რუსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას მათზე მითითებული ვადის ამოწურვამდე. ტანზაქციები ხელმისაწვდომი იქნება, მხოლოდ ქვეყნის შიგნით და მათზე სანქციები არ გავრცელდება.
საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვები დაიბლოკა, რაც არა მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიებს, ასევე ამ ბართების რუსეთის ტერიტორიის გარეთ გამოყენებას ხდის შეუძლებელს. რუსებს საზღვარგარეთ გადახდებისთვის მხოლოდ ნაღდი ფული და სისტემა “მირ”-ის ბარათები რჩებათ, რომლებსაც იღებენ თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში და საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში.