კომპიუტერულ გამოთვლებში ახალი ჩემპიონი გამოვლინდა და წინა წლებთან შედარებით ის საერთოდ არ არის დამოკიდებული დასავლურ ტექნოლოგიებზე. ტოპ-500 სუპერკომოიუტერების რეიტინგში გამოჩნდა Sunway TaihuLight, 40 960 ელემენტისგან შემდგარი სისტემა, რომელიც სრულია ჩინური პროცესორები არის აწყობილი. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე ჩქარი სუპერკომპიუტერია და მისი წარმადობა 93 პეტაფლოპსია, რაც 3-ჯერ უფრო დიდი მაჩვენებლია ვიდრე მისი წინამორბედი ასევე ჩინური Tianche 2.
ახალი სისტემა იყენებს საკუთარ შეერთების ფორმატს, რითაც ელემენტები ერთმანეთს უკავშირდება სპეციალური Linux-ის საშუალებით. ტექნოლოგია არც ისე განსხვავებულია და იყენებს PCI Express შეერთებას, მაგრამ უფრო ენერგოეფექტურია ვიდრე მისი ანალოგები და მოიხმარს 15.3 მეგავატ ენერგიას.
როგორც Top500 ამბობს ირონიულად, 2015 წელს დაწესებულმა ემბარგომ ხელი შეუწყო TaichLights გაემარჯვა ამ შეჯიბრში. ფიქრობდნენ, რომ Tainche-2 განახლდებოდა ახალი Intel Xeon Phi პროცესორებით, რაც მათ 100 პეტაფლოპსის მიღწევაში დაეხმარებოდა, მაგრამ სავაჭრო შეზღუდვებმა ამას ხელი შეუშალეს. ემბარგოს წყალობით ჩინეთი იძულებული გახდა დაეფინანსებინა საკუთარი ჩიპების განვითარება, რაც ქვეყანას დაეხმარება TaihuLight-ის საშუალებიტ გადაწყვიტოს საინჟინრო და მეცნიერული გამოთვლების პრობლემა.