Twitter-ში მასობრივი გათავისუფლება დაიწყო

თვითერის თანამშრომლებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია კომპანიიდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ. ისინი პირად თვითერის გვერდებზე აქვეყნებენ, რომ მათ სამუშაო ელფოსტაზე და Slack-ზე წვდომა დაკარგეს.

https://twitter.com/JoanDeitchman/status/1588358419723227137?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1588430085035474944%7Ctwgr%5E1a0f9191a46e5c116d8b881a06067d63f76bd5bf%7Ctwcon%5Es2_&ref_url=https%3A%2F%2Ftechcrunch.com%2F2022%2F11%2F03%2Ftwitter-layoffs-elon-musk%2F


Twitter-ის თანამშრომლებისთვის გაგზავნილი შიდა მემორანდუმის მიხედვით, ილონ მასკის ხელმძღვანელობით ახალი მენეჯმენტი 4 ნოემბრის დილიდან თანამშრომლების გათავისუფლებას დაიწყებს.
ამის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ მასკის კომპანიაში მოსვლამდე გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, 7500 თანამშრომლის ნახევარი სამუშაოს დაკარგავდა.
3 ნოემბერს საღამოს, თანამშრომლებმა ელექტრონული წერილი მიიღეს, რომ მათი დასაქმების სტატუსს მეორე დილის 9 საათზე გაიგებდნენ. თითოეული მეილი გაიგზავნება სათაურით „თქვენი როლი Twitter-ში“. თუ თანამშრომელი ინარჩუნებს სამუშაოს, მას ეცნობება სამუშაო ელექტრონული ფოსტით – ხოლო გათავისუფლების შესახებ კი, პირად მისამართზე შეატყობინებენ.

„თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე Twitter-ის სისტემებისა და მომხმარებელთა მონაცემების უზრუნველსაყოფად, ჩვენი ოფისები დროებით დაიხურება. თუ ოფისში ხართ ან ოფისისკენ მიდიხართ, გთხოვთ დაბრუნდით სახლში.“ – ნათქვამია შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ახალი მფლობელის, ილონ მასკის გუნდმა უკვე სცადა Twitter-ის თანამშრომლების პროდუქტიულობის შეფასება. მასკმა Tesla-ს ინჟინრები მოიყვანა Twitter-ის კოდის შესამოწმებლად.
მიუხედავად ამისა, გაურკვეველია, კომპანიის რომელ განყოფილებებზე იქნება გავლენა. კომპანია Tesla-ში მასკმა რამდენიმე წლის წინ მთელი PR გუნდი გაუშვა. ამის საფუძვლეზე, სავარაუდოა, რომ ის Twitter-ის პიარ გუნდსაც მოიშორებს.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა პირველივე სამუშაო დღეს გაათვისუფლა ოთხი ძირითადი აღმასრულებელი დირექტორი: აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, ფინანსური ფინანსური დირექტორი ნედ სეგალი, გენერალური მრჩეველი შონ ეჯეტი და იურიდიული პოლიტიკის, ნდობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადე. ხოლო, მომდევნო დღეს Twitter-ის მთავარი სამომხმარებლო ოფიცერი სარა პერსონეტი და ხალხისა და მრავალფეროვნების უფროსი დალანა ბრენდი თანამდებობიდან გადადგნენ მომდევნო დღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *