იუჯითი ქლაუდფორსი (UGT Cloudforce) ქართული კომპანიია, რომელიც UGT ჯგუფის შემადგენელობაში შედის. ეს არის სრულიად ლიცენზირებული პლატფორმა, რომელიც ოფიციალურ ქლაუდ სერვისებს ფლობს.
“ნავიგატორი” დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის დირექტორს, გიორგი მაისურაძეს ესაუბრა. მისი განმარტები, იუჯითი ქლაუდფორსის სერვისი ქართულ კომპანიებს ქლაუდ ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალური სარგებელის მიღებაში ეხმარება.
“იუჯითი ქლაუდფორსი საქართველოში ყველაზე მსხვილი IT ორგანიზაციის – UGT ჯგუფის შემადგენელ კომპანიას წარმოადგენს. მისი მიზანია, რომ ქლაუდ ტექნოლოგიების და IT-ის, როგორც სერვისის განვითარებას შეუწყოს ხელი. ჩვენი ძირითადი შეთავაზებები არის ლოკალური ქლაუდ სერვისები,
იუჯითი ქლაუდი არის პლატფორმა, რომელშიც მრავალი ლოკალური ქლაუდ სერვისი გვაქვს. Microsoft-ის და VMware-ის ქლაუდ პროვაიდერები ვართ, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ქლაუდ სერვისები სრულად ლიცენზირებულია, როგორც VMware-ის ასევე Microsoft-ის ოპერაციული სისტემის დონეზე.
ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან საქართველოში სამწუხაროდ, პირატულად იყენებენ ასეთი ორგანიზაციების სოფტებს, რადგან უფრო ძვირია, ვიდრე ჰარდი. თუმცა თუ ჩვენს ქლაუდში, იუჯითი ქლაუდში აიღებენ სერვისებს, სრულად ლეგალური იქნება და ვერავის ექნება მათდამი რაიმე პრეტენზია. გამართული იქნება, როგორც ტექტნოლოგიურად, ასევე უსაფრთხოების დონეზე, რადგან, როგორც აღვნიშნე, ოფიციალური პროვაიდერები ვართ VMware-ის და Microsoft-ის.
ამის გარდა, არის გლობალური ქლაუდ სერვისები, როგორიც არის Amazon ვებ სერვისები (AWS), Microsoft Azure, Oracle… ესენი ყველა პარტნიორები არიან და მათ ქლაუდურ სერვისებს ვთავაზობთ ლოკალურ მომხმარებლებს.
ბუნებრივია, შეუძლიათ მათ საიტებზე შევიდნენ და იქიდან იყიდონ, თუმცა დაბეგვრის თვალსაზრისით, ჩვენი მეშვეობით უმჯობესია. მეორეც, ჩვენ სპეციალისტები გვყავს და ეხმარებიან მიგრაციაში თავიანთი არსებული მონაცემების თუ სერვისების ქლაუდში, რაც მნიშვნელოვანი საკითხია. სერვისს ვუწევთ და ლოკალურად ლარში დღგ-თი იხდიან და ასე უფრო მარტივია.
ევროპული პროვაიდერი არის, ყველაზე დიდი OVH cloud. 30ზე მეტი დათა ცენტრი აქვს ევროპაში. მასთან გავაფორმეთ ოფიციალური კონტრაქტი და OVH -ის პარტნიორები გავხდით, რაც ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ევროპის რეგიონში აიღონ ქლაუდ სერვისები.
ეს ამერიკულისგან განსხვავდება, რადგან აღნიშნული ამერიკული კომპანიების გარკვეულ სერვისებს რომ იღებ, შესაბამისად, ამერიკის წესები მოქმედებს.
ამით კი, ამერიკის ფედერალურ ორგანოებს საშუალებას აძლევს, მიიღოს შენს მონაცემებზე წვდომა, ისე, რომ შენ არც ჩაგაყენებენ საქმის კურსში. ამაზონისგან გამოითხოვენ შენს მონაცემებს და გამოიყენებს მათ, თუ რაიმე ეჭვის ან გამოძიების ქვეშ ხარ.
ევროპაში ასე არ არის – პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სხვა წესია, ასე რომ, ევროპულ პროვაიდერებში განთავსებული მონაცემები უფრო დაცულია.
Iaas ლოკალური და გლობალური ქლაუდ სევრისები არის ჩვენი შეთავაზება ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.
უფრო მეტად იზრდება ქლაუდ სერვისები მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო რამოდენიმე წელია. ჯამურად, ქლაუდ სერვისებმა უკვე გადაუსწრო ტრადიციულ მოწყობას. 2025 წლისთვის ნავარაუდებია, რომ პაბლიქ ქლაუდ Iaas გადაუსწრებს თავისი მოწყობით ტრადიციულ მოწყობას.” – აღნიშნავს გიორგი მაისურაძე.
UGT cloudforce კომპანიებს საშუალებას აძლევს მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ქლაუდ ტექნოლოგიების გამოყენებით მეტად გაზარდონ და განავითარონ ბიზნესი.