კომპანია ERC, უკრაინაში დაფუძნებული უმსხვილესი საერთაშორისო IT დისტრიბუტორია, რომელმაც ამჟამად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Microsoft-თან  პროდუქციის პორტფელის გაფართოებაზე ქართულ ბაზარზე, რაც გულისხმობს Original Equipment Manufacturer (OEM) პროგრამის დამატებას. შეთანხმების თანახმად, ERC-იმ მიიღო Microsoft OEM-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი. ამიერიდან, პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებს საქართველოში საშუალება ექნებათ შეაფასონ OEM ლიცენზირების ყველა უპირატესობა, რაც გულისხმობს რომ PC-ს შეძენისას მათ ექნებათ სრულიად უსაფრთხო და მზა მოწყობილობა მუშაობისათვის.

გარდა ამისა, Microsoft-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შესახებ პარტნიორების ცოდნის ასამაღლებლად, არსებობს ავტორიზებული სასწავლო ცენტრი Pearson VUE, რომელიც მუშაობს ERC Training Complex-ის ტერიტორიაზე. ეს საშუალებას აძლევს პარტნიორებს და მათ მომხმარებლებს დაესწრონ კურსებს და ჩააბარონ გამოცდები 120 IT მწარმოებელთან.

ევგენი პრიბატენი, ERC-ის ინტეგრირებული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი, ამ მოვლენის კომენტირებისას ადასტურებს, რომ „Microsoft OEM ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსის მოპოვება საქართველოში არის ღირსეული აღიარება ERC-ის მიერ შეტანილი წვლილის პარტნიორული ქსელის განვითარებაში არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ იმ 9 ქვეყანაში, სადაც კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს და ინარჩუნებს Microsoft-ის პროდუქციის აქტიურ გაყიდვებს.

ჩვენსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის განვითარებისთვის“.

მაცკო ალექსანდრემ, Microsoft-ის შავი ზღვის რეგიონის DPSS გაყიდვების დირექტორმა, აღნიშნა, რომ “ERC არის წამყვანი დისტრიბუტორი რეგიონში, რომელიც ფოკუსირებულია ციფრული სერვისების და სისტემების შეუფერხებელ მიწოდებასა და განვითარებაზე, რაც ეხმარება მომხმარებლებს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ასევე ბიზნესის განვითარებაში. ამგვარი თანამშრომლობა, წარმატების საწინდარია რომელსაც Microsoft-ი უზრუნველყოფს საქართველოში

რესურსები თანამშრომლობისთვის

ERC საიტი – https://erc-distribution.com

Microsoft-თან დაკავშირებული ელფოსტა – microsoft@erc.international

ERC-ის წარმომადგენელი საქართველოში –

Microsoft_Ge@erc.international  

Microsoft-ის შესახებ

Microsoft (Nasdaq “MSFT”) არის ამერიკული ტრანსნაციონალური ტექნოლოგიური კორპორაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ ტრანსფორმაციას სხვადასხვა ინტელექტუალური სერვისების მიწოდებით. კომპანიის მისიაა, ადამიანებისა და ბიზნესების თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვა, მეტი შესაძლებლობებისათვის. 

ERC-ის შესახებ

კომპანია ERC გახლავთ, ერთ-ერთი ლიდერი დამატებითი ღირებულების დისტრიბუტორი (Value Added Distributor) პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, როგორც IT ასევე ელექტრონიკის მიმართულებით სამომხმარებლო და კორპორატიული სეგმენტებისთვის.  კომპანია ამჟამად თანამშრომლობს 200-ზე მეტ საერთაშორისო მწარმოებელთან და თითქმის 3000 პარტნიორთან/დილერთან, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან საკუთარი უნიკალურობით. კომპანიის საქმიანობას ღირებულებას მატებს თანამედროვე ლოგისტიკური კომპლექსი, ეფექტური სერვის ცენტრი, პროფესიონალი გუნდი, უნიკალური მარკეტინგული ინსტრუმენტები და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლო კომპლექსი.

წინა სტატიაiPhone 15 და iPhone 15 Plus მიიღებენ 48 MP კამერას, როგორც პრო მოდელებში
შემდეგი სტატიაMagSafe უსადენო დატენვის მხარდაჭერა მალე იქნება Android სმარტფონებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი