ჩინური კომპანია GoerTek, რომელიც აწარმოებს AirPods-ს Apple-ისთვის, 280 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ვიეტნამში ქარხნის ასაშენებლად, წერს Bloomberg.
ახალი ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს მსხვილი ამერიკული კომპანიებისთვის. სავარაუდოდ, ის მზად იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე.
ამრიგად, GoerTek გეგმავს წარმოების დივერსიფიკაციას. Apple მიჰყვება იგივე სტრატეგიას.
GoerTek-ის სპიკერმა კაზუიოში იოშინაგამ, რომელიც ხელმძღვანელობს ვიეტნამური მიმართულების განვითარებას, თქვა, რომ ყველა ჩინელი მწარმოებელი განიცდის მსგავს ზეწოლას დიდი ბრენდების მხრიდან. GoerTek ასევე იკვლევს ინდოეთში ქარხნის აშენების შესაძლებლობას.
Bloomberg-ის შეფასებით, Apple-ის წარმოების 10%-ის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გადატანას 8 წელი დასჭირდება.