Tesla არსებობის თავიდანვე პოზიციონირებდა, როგორც კომპანია, რომელიც ზრუნავს მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობაზე.
თუმცა, Reuters-მა გაარკვია, რომ ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. 2019-დან 2022 წლამდე, Tesla-ს თანამშრომლების ჯგუფები პირადად აზიარებდნენ შიდა შეტყობინებების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა მანქანის კამერების მიერ გადაღებულ პერსონალიზებულ ვიდეოებსა და სურათებს. ამის შესახებ 9 ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა.
პირად ვიდეოებს შორის იყო შიშველი ადამიანები, სხვადასხვა ავარიები, სიჩქარის გადაჭარბება და ისიც, რომ მძღოლი ბავშვს ველოსიპედზე დაეჯახა. ელექტრო მანქანების firmware საშუალებას აძლევს მუშებს თვალყური ადევნონ ჩანაწერების ადგილს და პოტენციურად დაეხმარონ მფლობელის საცხოვრებელი ადგილის დადგენას.