კარლ საგანმა აჩვენა თუ როგორ შეიცვლებოდა ზოგიერთი თანავარსკვლავედი დროთა განმავლობაში, რადგანაც ისინი სამყაროში გადაადგილდებიან. ახლა უკვე ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) გვთავაზობს მსგავს რამეს, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით. მათ გამოუშვეს ვიდეო სადაც 2 მილიონი ვარსკვლავის მოძრაობაა გამოსახული 5 მილიონი წლის განმავლობაში მომავლისკენ. ESA-მ გამოიყენა მონაცემები, რომლებიც Gaia თანამგზავრიდან და მისი მილიარდ პიქსელიანი კამერით გადაიღო, ასევე Hipparcos სატელიტის მიერ გაზომილი ციური სხეულების პოზიციები 1990-იან წლებში.