- სექტემბრის ტრადიციულ პრეზენტაციამდე Bloomberg-ის მიმომხილველმა მარკ გურმანმა გაგვიზიარა ახალი iPhone 15-ის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კომპანიაში მყოფი წყაროებისგან შეიტყო.
- სტანდარტულ მოდელებზე “წარბის” ნაცვლად დინამიური კუნძნული ჩაანაცვლებს. Pro და Pro Max მოდელებზე LIPO ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანი იქნება, რომლის ჩარჩოებიც 2,2 მმ-დან 1,5 მმ-მდე შემცირდება. იგივე ტექნოლოგია უკვე გამოიყენება Apple Watch Series 7-ში.
- iPhone 15 და 15 Plus გარეგნულად უკვე გამოშვებულ მოდელებს დაემსგავსება, მაგრამ განახლდება ჩიპი A16-ზე, რომელზეც ახლა iPhone 14 Pro მოდელები მუშაობს. Lightning პორტის ნაცვლად მოწყობილობებს ექნებათ USB-C, რითაც უნივერსალური დამუხტვის და მონაცემების სწრაფად გადაცემის პრობლემა მოგვარდება.
- Pro მოდელებზე ფოლადის ჩარჩოები, რომლებზეც ხშირად თითის ანაბეჭდები რჩება შეიცვლება ტიტანით. უკანა პანელი შუშის დარჩება, ხოლო წიბოები, რომლებიც წინა ნაწილს გვერდებს აერთებს ნაკლებად ბასრი იქნება.
- Pro მოდელის შინაგანი დიზაინი ისე შეიცვლება, რომ რემონტი გაადვილდეს. მიკროპროცესორი განახლდება უფრო მძლავრი ჩიპით, რომელიც 3 ნანომეტრიანია.
- Apple ასევე აპირებდა შეეცვალა მექანიკური ღილაკები სენსორულით, რომ ისინი ნაკლებად გაფუჭებულიყო, მაგრამ გადადო ტექნიკური სირთულეების გამო. ამის ნაცვლად შეცვლიან მხოლოდ ხმის ჩართვა გამორთვის ღილაკს. ჩამრთველის ნაცვლად “მოქმედების ღილაკი” იქნება, Apple Watch Ultra-ს მსგავსად. მისი დახმარებით სხვა და სხვა ფუნქციების გაშვება იქნება შესაძლებელი. მაგ. იგივე უხმო რეჟიმის ჩართვა, “არ შემაწუხოთ” ფუნქცია, კამერის ან ფანარის გაშვების ფუნქცია.
- გურმანი ვარაუდობს, რომ ახალი iPhone-ები უფრო ძვირი იქნება – ყოველი შემთხვევისთვის ტიტანის მოდელები მაინც. ასევე ფასი გაიზრდება iPhone 15 Pro Max-ზე არსებული უფრო რთული კამერების სისტემის გამო.