iPhone 15 შესაძლოა სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გამოვიდეს

iPhone 15-ის გაყიდვები შესაძლოა ამ ოქტომბერში დაიწყოს, განაცხადა Bank of America-ს ანალიტიკოსმა ვამსი მოჰანმა.

მისი თქმით, Apple სმარტფონს სექტემბერში წარადგენს, თუმცა გაყიდვები შესაძლოა რამდენიმე კვირით გადაიდო.

რა არის ასეთი შეფერხების მიზეზი, ანალიტიკოსს არ დაუკონკრეტებია.

გასულ წელს Apple-მა iPhone 14 სექტემბრის დასაწყისში წარადგინა. iPhone 14, 14 Pro და 14 Pro Max გაყიდვაში 16 სექტემბერს გამოვიდა, ხოლო 14 Plus 7 ოქტომბერს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *