TechCrunch-მა გამოაქვეყნა ერთ-ერთი „გატეხილი“ iPhone-ის ფოტოები, რომლებსაც Apple უსაფრთხოების კვლევის მოწყობილობის პროგრამის ფარგლებში უგზავნის უსაფრთხოების მკვლევარებს.
სტანდარტული iPhone-ისგან განსხვავებით, ამ მოდელებს აქვთ განბლოკილი შესაძლებლობა ჩამოტვირთონ მესამე მხარის აპლიკაციები შეცდომების, სტაბილურობის და სხვა ოპერაციული ელემენტების შესასწავლად. გარეგნულად, ასეთი მოწყობილობა შეიძლება გამოირჩეოდეს მისი დაბლოკვის ეკრანით, რომელიც ამბობს, რომ ის პროგრამის ნაწილია.
iPhone-ს მოყვება დამატებითი სტიკერები და ინსტრუქციები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოწყობილობა განკუთვნილია დეველოპერებისთვის და მკვლევარებისთვის.
გამოგზავნილი iPhone-ების ზუსტი რაოდენობა უცნობია. კომპანია ამ ინფორმაციას არ ავრცელებს.