როცა საქმე პერსონალურ კომპიუტერებს ეხება მაიკროსოფტი ცდილობდა ყოველთვის ორიგინალური ყოფილიყო. Surface და Surface Pro-ს საშუალებით კომპანიმა წარმატებით განავითარა ჰიბრიდული ლეპტოპების იდეა, რომელიც ასევე პლანშეტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. Surface Book იგივე იდეის უფრო დიდი ეკრანით, უნიკალური სამაგრი მექანიზმით და უფრო მძლავრი მონაცემებით განვითარება იყო. Surface Laptop, რომელიც უკვე ოფიციალურად წარმოადგინეს ცხადყოფ იმას, რომ მაიკროსოფტი სიმარტივეს დაუბრუნდა. ეს ჩვეულებრივი, ტრადიციული ლეპტოპია, რომელიც Surface-ის დიზაინით არის შესრულებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი მასში არის ის, რომ ახალი Windows 10 S პლატფორმისთვის შეიქმნა, რომელიც განათლების სფეროზეა გათვლილი. Chrome OS-ის მსგავსად ის გათვლილია ვებ აპლიკაციებზე, რომელიც Microsoft Store-ში არის განთავსებული და ენერგოეფექტურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
Surface Laptop-ს აქვს 13.5 დიუმიანი PixelSense ეკრანი და Alcantara კლავიატურა, რომელიც რბილი ნაჭრის-მსგავსი მატერიალისგან არის შექმნილი. მოწყობილობა მუშაობს Intel-ის ბოლო თაობის Core i5 და Core i7 პროცესორებზე და შესაძლებელია 1 ტერაბაიტამდე SSD საცავის დაყენება. როგორც მაიკროსოფტის Surface მიმართულების მეთაური პანოს პანაი ამბობს, რომ ლეპტოპი 50%-ით ჩქარია Core i7 MacBook Air-ზე მიუხედავად იმისა რომ მასზე უფრო მსუბუქუა. ლეპტოპი ავტონომიურად 14.5 საათს იმუშავებს Windows 10 S-ისა და Microsoft Store-ში გამოქვეყნებული აპლიკაციების წყალობით.
ერთადერთი რამ, რასაც ვერ ნახავთ Surface Laptop-ში ეს არის დინამიკების ხვრელებს ან სხვა ღრუს. კომპანიამ დინამიკები კლავიატურის ქვევით განათავსა და პანაის თქმით ამით აუდიოს ჟღერადობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.