Apple-მა პრეზენტაციაზე წარმოადგინა Apple Watch Series 10. ჭკვიანი საათები გახდა უფრო თხელი და მიიღო ფართოკუთხოვანი OLED ეკრანი.
ეს არის Apple-ის ყველაზე თხელი საათი – 10%-ით უფრო თხელი ყველა თაობასთან შედარებით.
ახლი ეკრანი 40%-ით უფრო კაშკაშაა.
Apple Watch Series 10-მა მიიღო დინამიკის განახლება, რაც მათ პირველ საათებად აქცევს, რომლებსაც შეუძლიათ მედიის დამოუკიდებლად აღწარმოება, Bluetooth ყურსასმენების გამოყენების საჭიროების გარეშე.
ახალი ჩიპი Apple Watch Series 10-ში შემოგვთავაზებს ჩაშენებულ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს.
ეს უზრუნველყოფს ხმის სუფთა ჟღერადობას ზარის დროს, ვიჯეტების ავტომატურ დამატებას, სურათების კოლექციებს და თარგმანში დახმარებას.
ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ძილის აპნოეს აღმოჩენაა. ის ასევე გამოჩნდება Series 9-სა და Ultra 2-ში. გარდა ამისა, საათები შემოგვთავაზებენ შეხსენებებს მედიკამენტების მიღებაზე და შეტყობინებებს, რომლებიც გამოჩნდება ხმაურიან გარემოში. საათებს შეუძლიათ გააფრთხილონ გულის ფიბრილაციის ნიშნებზე. ახალი აპლიკაცია Vitals დაგეხმარებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებების განსაზღვრაში.
საათის 80%-ით დატენვა მიიღწევა 30 წუთში, ხოლო ერთი დატენვით მათ შეუძლიათ იმუშაონ 18 საათამდე.
საათის კორპუსი დამზადებულია ტიტანისა და ალუმინისგან. მათში შესაძლებელია ჩაყვინთვა 50 მეტრ სიღრმეზე წყლის ქვეშ.
საათები გამოვა სამ ფერში, შავის გარდა: Natural, Gold, Dark slate gray.
სიახლის საწყისი ფასია $399.