დღეს Computex-ზე Intel-მა ახალი პროცესორების ოჯახი Core X წარმოადგინა. სერიაში შედის გაძლიერებული Core i5 და Core i7, ასევე ახალი Core i9 მათთვის ვისაც უფრო მეტი შესაძლებლობები ჭირდება.
Core X პლატფორმა პირველ რიგში გეიმერებზეა ორიენტირებული, რომლებიც მაგალითისთვის ეძებენ შესაძლებლობას ითამაშონ თანამედროვე თამაშები მაქსიმალურ გარჩევადობაზე და ამასთანავე გაუშვან სტრიმინგი და ჩატი სოციალურ ქსელებში. პროცესორი განკუთვნილი მათთვისაც ვისაც კომპიუტერი განსხვავებული მძიმე ამოცანებით უნდა დატვირთოს, როგორიცაა ვიდეო რენდერი და 3D მოდელირება.
სიმძლავრე და ფასი
Core i9 Extreme 1 999 $ ღირს და ის პირველი სამაგიდო, სამომხმარებლო პროცესორია 18 ბირთვითა და 36 ნაკადით. ყველაზე იაფფასიანი Core i9 999 $ ეღირება და მას 12 ბირთვის და 24 ნაკადი ექნება ხოლო 1699 დოლარიან ვარიანტს 16 ბირთვის და 32 ნაკადი შესაბამისად.
ყველაზე ბიუჯეტური Core X პროცესორი იქნება Core i5-7640X და 242 დოლარი ეღირება, მას 4 ბირთვი და 4 ნაკადი ექნება. Core i7 სერიაში 399 დოლარიდან 599 დოლარამდე ღირებულების პროცესორები იქნება.
ყვლა ახლად წარმოდგენილი პორცესორი იმუშავებს ახალ ჩიპსეტთან X299, რომელიც კომპანიის თქმით უახლოეს კვირებში გამოჩნდება ახალ პროცესორებთან ერთად. რაც შეეხება არქიტექტურას თითქმის ყველა Core X აგებულია Intel Skylate X-ის ბაზაზე და მხოლოდ i5-7640X და i7-7740X არის Kaby Lake X.
Turbo Boost Max 3.0
განახლება შეეხო Turbo Boost ტექნოლოგიასაც და ახლა უკვე Max 3.0 ვერსიაც კი გამოვიდა და წარმადობის გაძლიერება უკვე არა მხოლოდ მთელს სისტემაზე არამედ ცალკეულ ბირთვებზე გახდა შესაძლებელი. Turbo Boost Max 3.0 მრავალნაკადიან რეჟიმში 10%-ით გაზრდის წარმადობას ხოლო ცაკლეულ ბირთვზე 15%-იანი აჩქარება არის შესაძლებელი.
კიდევ ერთი სიახლე Coffe Lake-ის წარდგენა იყო, რომელიც Kaby Lake-ზე 30%-ით უფრო სწრაფია, თუმცა მის ბაზაზე აწყობილი პროცესორების გამოსვლის გრაფიკი ჯერ-ჯერობით უცნობია.