OpenAI-მ გადაწყვიტა, არ გამოუშვას “მსჯელობის” მოდელი o3, მას GPT-5-ში ჩააშენებენ.

კომპანია გააერთიანებს o სერიის მსჯელობის მოდელებს და GPT-ს – ისინი მიხვდებიან, როდის ღირს მსჯელობის მეთოდის ჩართვა და როდის არ არის საჭირო ამოცანაზე დიდხანს ფიქრი, განაცხადა OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა.
OpenAI უარს ამბობს o3 მოდელის სრულ ვერსიაზე, რომელიც o3-mini-ის შემდეგ უნდა გამოსულიყო. შემდეგ გამოუშვებენ GPT-4.5-ს – მსჯელობის ფუნქციის გარეშე მოდელს, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით Orion.
რამდენიმე თვეში გამოვა GPT-5, რომელიც გააერთიანებს მსჯელობის o3-ს და “მრავალ” სხვა ტექნოლოგიას. უფასო მომხმარებლებს ექნებათ GPT-5-ზე შეუზღუდავი წვდომა “ინტელექტის სტანდარტულ დონეზე”. Plus და Pro გამომწერებს – მოდელების უფრო მოწინავე ვერსიები, ასევე ხმოვანი შეყვანა, ტილო (canvas), ინტერნეტში ძიება და Deep research ფუნქცია.

ასევე, OpenAI-ს მოდელებში შესაძლოა, ნაკლები ცენზურა იყოს, აღნიშნა The Verge-მა. მოდელის სპეციფიკაციის განახლებულ ვერსიაში ნათქვამია: “არცერთი იდეა არ არის აკრძალული განსახილველად, თუ მოდელი მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს მომხმარებელს”.

Apple Watch-ის განახლებული ხაზი: ძილის გაუმჯობესებული ტრეკინგი, არტერიული წნევის სენსორი და სწრაფი დატენვა

AirPods Pro 3

iPhone 17

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *