СMF-მა წარმოადგინა სამი ახალი უსადენო ყურსასმენი

CMF Buds 2a. აღჭურვილია 12.4 მმ-იანი ბიომემბრანის დრაივერებით, რომლებიც Dirac-ის მიერ არის დარეგულირებული. აქვს აქტიური ხმაურის ჩახშობა 42 დბ-მდე და Ultra Bass Technology 2.0 უფრო ხარისხიანი ჟღერადობისთვის. ყურსასმენები უკავშირდება Bluetooth 5.4-ის საშუალებით. მოყვება ოთხი HD მიკროფონი.

ყურსასმენები გამოირჩევა 8 საათამდე ავტონომიით (ANC-ის გამორთვის შემთხვევაში). ქეისით შესაძლებელია 35.5 საათამდე მუშაობა. მხარდაჭერილია სწრაფი დამუხტვა, რომელიც 10 წუთში 5.5 საათის დაკვრის საშუალებას იძლევა. დაცვა — IP54.

გაჯეტი ხელმისაწვდომია მუქი ნაცრისფერი, ღია ნაცრისფერი და ნარინჯისფერი ფერებში. ფასი — 39.95 ევრო.

CMF Buds 2. მიიღო 11 მმ-იანი დრაივერები Dirac Opteo-ს რეგულირებით. ყურსასმენები გვთავაზობს ჰიბრიდულ აქტიურ ხმაურის ჩახშობას 48 დბ-მდე, ექვს მიკროფონსა და სივრცულ ჟღერადობას. ავტონომია ქეისის გარეშე 13.5 საათია. ქეისით — 55 საათამდე. კორპუსი IP55 დაცვით. დაკავშირება Bluetooth 5.4-ით.

არის სამი ფერი: მუქი ნაცრისფერი, ღია მწვანე და ნარინჯისფერი. ყურსასმენების ფასი 49.95 ევროა.

CMF Buds 2 Plus. ბორტზე აქვს 12 მმ-იანი LCP დრაივერები. მხარს უჭერს LDAC კოდეკს. აქტიური ხმაურის ჩახშობა გათვლილია 50 დბ-ზე. ყურსასმენებს აქვს ექვსი HD მიკროფონი. 14 საათამდე ავტონომია დამტენი ქეისის გარეშე და 61.5 საათამდე ქეისით. კორპუსი დაცულია IP55 სტანდარტით. Bluetooth 5.4.

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *