Apple-მა გამოუშვა iOS-ის, iPadOS-ის, macOS-ის, watchOS-ის და visionOS-ის ახალი ვერსიები. განახლებების დაყენება მოწყობილობებზე უკვე შესაძლებელია.
Apple-მა ოპერაციული სისტემები 2025 წლის ზაფხულში, WWDC-ის დროს წარადგინა. მათი განმასხვავებელი ნიშანია Liquid Glass დიზაინის სისტემა. პირველი ბეტა ვერსიების გამოშვების შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. ძირითადად ჩიოდნენ იმაზე, რომ ინტერფეისის გამჭვირვალე ელემენტები გადატვირთულად გამოიყურება.
iOS 26-ის ზომა 17 გბ-მდეა, სმარტფონის კონკრეტული მოდელის მიხედვით. განახლების დაყენება შესაძლებელია iPhone 11-ზე და უფრო ახალ თაობებზე. მხარდაჭერილი სმარტფონების სიაშია ასევე iPhone SE მეორე თაობა და უფრო ახლები. ახლახან ანონსირებული iPhone 17, Air, 17 Pro და Pro Max უკვე დაინსტალირებული iOS 26-ით გამოდის.
iPadOS 26-ის დაყენება შესაძლებელია შემდეგ პლანშეტებზე:
- iPad Pro M4-ზე;
- 12,9 დიუმიანი iPad Pro მესამე თაობა და უფრო ახლები;
- 11 დიუმიანი iPad Pro პირველი თაობა და უფრო ახლები;
- iPad Air M3-ზე;
- iPad Air M2-ზე;
- iPad Air მესამე თაობა და უფრო ახლები;
- iPad A16-ზე;
- iPad მერვე თაობა და უფრო ახლები;
- iPad mini A17 Pro-ზე;
- iPad mini მეხუთე თაობა და უფრო ახლები.
macOS 26 Tahoe-ის დაყენება შესაძლებელია შემდეგ მოწყობილობებზე:
- MacBook Air Apple Silicon ჩიპებით 2020 წლიდან და უფრო ახლები;
- MacBook Pro Apple Silicon ჩიპებით 2020 წლიდან და უფრო ახლები;
- 16 დიუმიანი MacBook Pro 2019 წლის;
- 13 დიუმიანი MacBook Pro 4 Thunderbolt 3 პორტით 2020 წლის გამოშვების;
- iMac 2020 წლიდან და უფრო ახლები;
- Mac mini 2020 წლიდან და უფრო ახლები;
- Mac Studio 2022 წლიდან და უფრო ახლები;
- Mac Pro 2019 წლიდან და უფრო ახლები.
watchOS 26 მიიღო შემდეგმა ჭკვიანმა საათებმა:
- Apple Watch SE 2 და SE 3;
- Apple Watch Series 6-11;
- Apple Watch Ultra 1-3.