1რა არის ბიტკოინი?
თავისი არსით ეს არის ვალუტა, რომლის გამოშვებაც ალგორითმითა უზრუნველყოფილი. მისი მუშაობის წესები წინასწარ არის განსაზღვრული და არ იცვლება. მის უკან არ დგას ცალკეული კომპანია ან ადამიანი, რომელიც შეძლებს მთელი თანხის მითვისებას. ყველაზე კარგი ანალოგია ბიტკოინისთვის მისი ციფრულ ოქროზე შედარებაა.
ბიტკოინი დეცენტრალიზებული, სრულიად გამჭვირვალე სისტემაა და მისი ყოველი მონაწილე აკონტროლებს სხვა დანარჩენების მიერ წესების დაცვას. ბიტკოინი არანაირად არ უკავშირდება საბანკო სისტემას.
2არის თუ არა ბიტკოინი პირამიდა?
არა. ეს არის ფიქსირებული შემოთავაზება, ამიტომაც მისი ფასი ძალიან სწრაფად რეაგირებს მოთხოვნის ზრდაზე და შემცირებაზე.
3როგორ გავმდიდრდეთ ბიტკოინით?
თუ გჯერათ, რომ მისი კურსი გაიზრდება მაშინ უნდა იყიდოთ და დაელოდოთ. ასევე შეგიძლიათ მაინინგი.
4გაიზრდება?
ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღეს მოთხოვნა ბიტკოინზე საგრძნობლად მატულობს. ხალხს ჯერა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და საკუთარი დანაზოგის ნაწილის ინვესტირებას ახდენენ. ბიტკოინი უკვე რეალურად გამოსადეგი ინსტრუმენტია, მისი საშუალებით ხორციელდება საერთაშორისო ფულადი გზავნილები და მან ძვირად ღირებული ტრანზაქციების ადგილის დაკავება შეძლო. ფულმა ოფშორებიდანაც კი დაიწყო დენა ბიტკოინში, რადგან ის გარკვეულ წილად ანონიმურია და მარტივი სამართავია. სახლემწიფოების მხირადნ ნებართვები და შეზღუდვები, ბირჟების რეგულაციები რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს ბიტკოინის კურსის ზრდაზე.
5რა არის მაინინგი და ღირს თუ არა?
მაინინგი ეს არის ერთგვარი ტრანზაქციების დამოწმების პროცესი. მისით შეიძლება ნებისმიერი მსურველი დაკავდეს. მაინინგის დანიშნულებას არის სისტემის სანდოობის გარანტირება. ბიტკოინი დაპროექტებულია იმდაგვარად, რომ ის ვინც მაინინგში მიიღებს მონაწილეობას ბიტკოინებს გამოიმუშავებს. მაინინგი გამოთვლითი რესურსების დიდ რაოდენობას მოითხოვს და შესაბამისად მისთვის სპეციალური მოწყობილობებია საჭირო. გამომუშავება პირდაპირ პროპორციულია აპარატუსი სიმძლავრისა. რა თქმა უნდა მაინინგით გამომუშავება შესაძლებელია, თუ თქვენ იაფი ელექტრო ენერგიის წყაროზე მიგიწვდებათ ხელი.
6რა არის ბლოკჩეინი
ეს ტექნოლოგია მხარეებს შორის მონაცემთა ბაზის გაცვლას უზრუნველყოფს და მას შემდეგი თავისებურებები აქვს:
- მასში მხოლოდ მონაცემების დამატებაა შესაძლებელი
- ინახავს ყველა ცვლილების შესახებ ისტორიას
- იყენებს კრიპტოგრაფიას ანონიმურობის უზრუნველსაყოფად
- ინახება ყველა მონაწილესთან
ცვლილებების შეთანხმებისათვის გამოიყენება კონსესუსის ალგორითმები. არსებობს ამ ალგორითმების მრავალი ნაირსახეობა.
7როგორ დამოკიდებულებაშია ბიტკოინი და ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი ეს არის მონაცემთა ბაზა სადაც ანგარიშებს შორის განხორციელებული ყველა ტრანზაქცია ინახება. ბლოკჩენის დამუშავებით შეიძლება გავიგოთ თუ რამდენი ბიტკოინი ინახება ყოველ საფულეში. ბიტკოინი Proof of Work კონსენსუსის ალგორითმს იყენებს.
8რა რისკების წინაშეა ბიტკოინის მფლობელი?
პირველ რიგში ეს არის გასაღებების მოპარვის საშიშროებას. ბიტკოინის ფლობა იგივეა, რაც ციფრული ხელმოწერის ფლობა ტრანზაქციისთვის. გასაღები შეიძლე მოიპაროს ვირუსმა ან უბრალოდ დაკარგოთ ტელეფონი სადაც თქვენი ბიტკოინ საფულეა მოთავსებული ან თუნდაც გაგიფუჭდეთ კომპიუტერი. თუ თქვენ ბიტკოინებს ბირჟაზე ინახავთ შესაძლოა ეს ბირჟა გატეხონ ან მფლობელი გაქრეს. იმის გამო, რომ ბიტკოინის ანგარიშები ანონიმურია შეუძლებელია ფულის უკან დაბრუნება.
9რა არის ეთერიუმი (Etherium) ?
თავისი არსით ეს დეცენტრალიზებული კომპიუტერია საკუთარი გამშვები გარემოთი და პროგრამირების ენით. მასში ბიტკოინის მსგავსად არის ვალუტა (ether) რომელიც ოპერაციების შესრულების საფასურის გადახდას ითვალისწინებს. შესაძლებელია საკუთარი აქტივების გამოშვება და მათზე კონტრაქტების შესრულება.
10რატომ ვითარდება სწრაფად ეთერიუმი?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- ბანკები აცხადებენ, რომ ისინი ამ მიმართლებით დაინტერესებულნი არიან
- ხალხს ჯერა, რომ ყველა აქტივი (ფული, აქციები და ა.შ.) მომავალში ეთერიუმში გადავა და შესაბამისად ვალუტაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება.
- სტარტაპების უმრავლესობა ICO-ს ეთერიუმში ახდენენ, რაც საგრძნობლად ამცირებს ether-ის რაოდენობას და მისი მოთხოვნა ბაზარზე იზრდება
11რა არის ICO?
ტერმინი ICO (Initial Coin Offering) წარმოიქმნა IPO-დან და ნიშნავს სტარტაპის მიერ საკუთარი ვალუტირ გაყიდვას. ეს ვალუტა შეიძლება მრავალი დანიშნულების მქონე იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად პლატფორმის მომხმარებლის მოქმედებების საფასურის გადასახდელად გამოიყენება.
12რატომ აგროვებენ სტარტაპები ათეულობით მილონ დოლარს ICO-ს ჩატარებისას?
არის რამდენიმე მიზეზი:
- ICO ეს არის სტარტაპში შედარებით მარტივად ინვესტირების საშუალება.
- ხალხს ჯერა, რომ სტარტაპი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი Bitcoin ან Ethereum და უნდათ ინვსტირება მანამ სანამ ეს ჯერ კიდევ იაფია.
- ისტორიულად ვალუტები, რომლებიც ICO-თი შეიქმნა მხოლოდ გაიზარდა.
13არის თუ არა ICO-ს დღევანდელი მდგომარეობა საპნის ბუშტი?
ერთმნიშვნელოვნად ეს ასეა. ICO-ს პრინციპი თავისთავად მიგვიყვანს დადებით ცვლილებებთან ვენტურულ ინვესტიციებში, მაგრამ ახლა ხალხი დაუფიქრებლად ყიდულობს ყველაფერს. ყველა ეძებს რაც შეიძლება სწრაფ საშუალებას გაზარდოს კაპიტალი. ისინი ვინც ბიტკოინზე გამდიდრდა ინვესტირებას ეთერიუმში აკეთებე და ვინც ეთერიუმით იშოვა ფული ICO-ში აბანდებს მათ და ანალოგიური სწრაფი ზრდის იმედი აქვთ.
პირამიდა დაინგრევა მაშინ როცა:
- სტარტაპები მასიურად დაიწყებენ დაგროვილი ether-ის გაყიდვას. ახლა ისინი მას აგროვებენ, რადგან კურსი მატულობს.
- ხალხი მიხვდება, რომ სტარტაპები ვერ შეძლებენ დანაპირების შესრულებას.
- ჩაერევიან სახლმწიფოები, რადგანაც ახლა ICO-ების უმრავლესობა კანონ გარეშეა ან უკანონოა.
14კიდევ რომელი კრიპტოვალუტები არსებობს?
დღეისათვის ძალიან ბევრი მსგავსი პროექტი არსებობს და ისინი შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
- სრულიად დეცენტრალიზებული
- ციფრული აქტივები, რომლებიც ვინმეზე ან რამეზე არის დამოკიდებული
- საეჭვო ვალუტები, რომელთა ემისიას ერთი კომპანია ახორციელებს და არ არის უზრუნველყოფილი არაფრით
15ღირს თუ არა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნა?
რა თქმა უნდა ღირს და მხოლოდ მაშინ თუ იცით რას აკეთებთ.