რამდენიმე თვეა რაც ხელმისაწვდომია ახალი ოპერაციული სისტემის Android O-ს სატესტო ვერსია. მესამე ბეტა ვერსიის გამოსვლასთან ერთად დაზუსტდა, რომ საოპერაციო სისტემა მიიღებს ნომერს 8.0. სახელწოდებას კი Google საიდუმლოდ ინახავს. ტრადიციისამებრ, ანდროიდის ყოველი ახალი ვერსია ანბანის მიხედვით იღებს ახალ სახელწოდებას. დიდი ხანი ითვლებოდა, რომ Andoid O-ს სახელი Oreo იქნებოდა. თუმცა კოდში სრულიად სხვა სახელი იქნა ნაპოვნი.

საიტის Myce თანამშრომლებმა Android 8.0-ის კოდში აღმოაჩინეს კოდური სახელწოდება «oc-dev». დეველოპერების კომენტარებში კი იძებნება ფრაზები სიტყვით «OC-MR1». სავარაუდოა, რომ  «OC» არის ახალი ანდროიდის სახელწოდების შემოკლებული ვერსია. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია Oatmeal Cookie – შვრიის პეჩენია. მას აქვს მრგვალი ფორმა, რაც შეესაბამება Android 8.0-ის ლოგოტიპს.

სავარაუდოა, რომ Google ახალი ანდროიდის სახელწოდებას ივლისში გაგვიმხელს.

წინა სტატიაXiaomi ახალი თაობის Surge S პროცესორს ამზადებს
შემდეგი სტატიაგამოჩნდა iPhone 8-ის პირველი რეალური ფოტოები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი