მთელი გასული წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები Xiaomi-ს პროცესორების წარმოების შესახებ, რომლებითაც კომპანია პირველ რიგში საკუთარ სმარტფონებს აღჭურვავს. წლის დასაწყისში წარმოადგინეს ბიუჯერტური სმარტფონი Xiaomi Mi5C რომელიც რვა-ბირთვიანი პროცესორი Surge S1-ით იყო აღჭურვილი. როგორც გაირკვა სიმძლავრით ის Snapdragon 625-ის და Helio P20-ის რანგისაა, ხოლო AnTuTu-ს ტესტებში მას 60 0000-მდე ქულა აქვს. ახალი ინფორმაციის თანახმად Xiaomi უკვე ამზადებს Surge S პროცესორების მეორე სერიას, რომელის მასიურ წარმოებასაც აპირებს.
Surge S1-ის მსგავსად Surge S2-ის წარმოება რა თქმა უნდა კომპანია TSMC-ის ქარხნებში იქნება 16 ნანომეტრიანი ტექპროცესით. შედარებისთვის იგივე სეგმენტის Snapdragon 660 – 14 ნანომეტრიანი პროცესით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ Xiaomi ჯერ კიდევ უკან მისდევს Qualcomm-ს.
Surge S2-ის შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერი არ შეუტყობინებიათ და ცნობილია მხოლოდ ის, რომ მასიური წარმოება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება. შესძლოა ჩიპი Xiaomi Mi6C-ში დააყენონ.