ახალი კონსოლი Ataribox – AMD-ს პროცესორზეა დაფუძნებული და მისი გამოყენება ჩვეულებრივი კომპიუტერითვით იქნება შესაძლებელი Linux-ის მართვის ქვეშ თამაშებისთვის, მუსიკისა და ვიდეოს სტრიმინგისთვის და აპლიკაციების გასაშვებად.
კონსოლი ორ ვერსიაში გამოვა: კლასიკური დიზაინით, რომელიც Atari 2600-ის მსგავსი იქნება და ახალი შუშისა და პლასტმასის კორპუსით. კონსოლს ექნება HDMI, 4 USB პორტი და SD ბარათების სლოტი.
ხელმისაწვდომი თამაშების სიას Atari ჯერ არ ახმაურებს, მაგრამ ისინი ბევრ ძველსა და ახალ პროდუქტს გვპირდებიან. ეს იქნება კომპანიის პირველი კონსოლი ბოლო 20 წლის განმავლობაში.
სიახლე წარმოდგენილი იქნება უკვე შემოდგომაზე და პროდუქტი IndieGoGo პლატფორმაზე დაიწყებს ფინანსების შეგროვებას. Ataribox 250 – 200 დოლარი ეღირება და მისი გაშვება 2018 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი.