ანონიმური ვებ-სერფინგის სერვისი The Tor Project მასშტაბური განახლების შესახებ საუბრობს, რომელიც ბრაუზერს და ზოგადად მთელ სისტემა შეეხო. წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი კრიპტოგრაფიული ალგორითმების, ავტორიზაციის გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით და ხელახლა გააზრებული მარშრუტიზაციით შესაძლებელი გახდება “onion” მისამართები სრულად დაშიფრული და მხოლოდ მომხმარებლებისთვის იყოს ცნობილი. სისტემის წინა ვერსიებში პრობლემები აღინიშნებოდა ჰაკერული შეტევებისა და სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის მიმართულებით.
Tor გამოიყენება არასასურველი კონტენტის ხელოვნური ბლოკირებებისას და ჩვეულებრივი ვებ-სერფინგის დროსაც სრული ანონიმურობის უზრუნველსაყოფად. ბოლო წლებში ქსელი მრავალჯერ იქნა კომპრომეტირებული და რამდენიმე წარმატებული საიტების მფლობელების პიროვენების დადგენის შემდეგ უსაფრთხოების საკითხი ეჭვქვეშ დადგა. რა თქმა უნდა ქსელში ჩაერთო ისეთი მსხვილი მედია ორგანიზაციები, როგორიცაა The New York Times და Facebook, რითაც Tor-ის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს ქსელის მომხმარებელთ რაოდენობა ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანია მთელს მსოფლიოში.
Tor ბრაუზერის განახლებული ვერსიის გადმოწერა Windows, macOS და Linux პლატფორმებისთვის არის შესაძლებელი. მობილური Orbot ან The Tor Project-ის განახლების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.