ARM Tech Con 2017 კონფერენციის ფარგლებში კომპანია Intel-მა თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც ARM პროცესორების გამოშვებას ითვალისწინებს. Intel-ისა და ARM-ის პარტნიორობის შესახებ შარშან გახდა ცნობილი, რითაც ARM ჩიპების წარმოების აჩქარება უნდა გამხდარიყო შესაძლებელი. ცნობილი გახდა ორი მობილური პროცესორის შესახებაც, რომელსაც Intel უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს.

ARM Tech Con 2017-ზე გაჟღერებული გეგმის მიხედვით Intel აპირებს გამოუშვას ფლგმანური ჩიპსეტი 10 ნანომეტრიანი ტექ-პროცესით, რომელიც 3,5 გიგაჰერცზე მუშაობს. პროცესორში 100 მილიონი ტრანზისტორი იქნება, რაც ორჯერ მეტია Samsung-ის ანალოგიურ ჩიპზე და ამავდროულად მოიხმარს მხოლოდ 0,25 მილივატს მეგაჰერცზე.

Intel-მა ასევე 22-ნანომეტრიანი FinFET პროცესორი დააანონსა, რომელიც 30%-ით უფრო ენერგოეფექტურია კონკურენტების 28 ნანომეტრიან გადაწყვეტილებებზე.

Intel მის მიერ წარმოებულ ჩიპებს არ გაყიდის თვითონ და მათ მხოლოდ სხვა OEM მწარმოებლებისთვის დაამზადებს. პროცესორების წარმოება წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.

 

წინა სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 12
შემდეგი სტატიაWindows 10-მდე უფასო განახლება 31 დეკემბერს საბოლოოდ შეწყდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი