ყურადღება: თუ თქვენ არ გაგივლიათ რეგისტრაცია, რომ შეინარჩუნოთ ტქვენი 15 გიგაბაიტი OneDrive მოცულობა, რომელიც Microsft-მა 2014 წელს უფასოდ გამოარიგა, წინ დიდი ცვლილება გელოდებათ. Microsoft არა მხოლოდ 15 გიგაბაიტი კამერის ატვირთვების ბონუსს წაგართმევთ, არამედ 10 გიგაბაიტსაც ჩამოგაჭრით და უფასოდ მხოლოდ 5 გიგაბაიტი სივრცე შეგრჩებათ. კომპანიამ წლის დასაწყისში დაიწყო ელ-ფოსტით შეტყობინებების გაგზავნა სადაც მომხამრებლებს წინასწარ აუწყა აღნიშნული ცვლილებების შესახებ.
Microsoft-მა მისცა მომხამრებლებს შანსი შეენარჩუნებინათ დიდი მოცულობა და კამერის ატვირთვის ბონუსი თუმცა მათთვის ვინც ეს შანსი ვერ გამოიყენა და ელ-ფოსტით მიიღო შეტყობინება სასწრაფოდ უნდა ჩამოტვირთონ თავიანთი მონაცემები. სამწუხაროა მაგრამ რა თქმა უნდა არის სხვა ღრუბლოვანი სერვისებიც მეტი უფასო სივრცით როგორიცაა Google Drive, რომელიც უფასოდ რეგისტყრაციისთანავე გაძლევთ 15 გიგაბაიტ სივრცეს.