ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო Samsung-ის პატენტი, რომელიც მას უფლებას აძლევს თითის ანაბეჭდების სკანერი სენსორულ ეკრანში ჩააშენოს.
ჯერ-ჯერობით არც ერთ კომპანიას არ აქვს აღნიშნული ტექნოლოგიის რეალიზაცია სამრტფონში. ამას პირველ რიგში Apple-ის საიუბილეო სმარტფონში მოელოდნენ და რა თაქმა უნდა Samsgung Galaxy Note 8-ში, მაგრამ ერთმა სახის სკანირება არჩია, ხოლო მეორემ ანაბეჭდები უკანა პანელზე გადაიტანა და აქცენტი თვალის ბადურის სკანერზე გააკეთა. როგორც ჩანს პირველად სიახლეს Galaxy S9-ში ვიხილავთ.
Samsung-ის პატენტი აჩვენებს, რომ ეკრანში შეუძლება 12-მდე სკანერის ჩაშენება იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ავტორიზაცია თითქმის ნებისმიერ ადგილას. ასე შეიძლება შეზღუდვა გალერეაზეც დააყენოთ იმისთვის, რომ უცხო თვალმა ვერ შეძლოს სურათების დათვალიერება. ასევე შეიძლება პირადი შეტყობინებებისა და კონტაქტების დაცვაც.
მათ ასევე წარმოადგინეს შესყიდვების დადასტურების არასტანდარტული მეთოდი საკრედიტო ბარათების საშუალებით.
შესაძლოა ეს ტექნოლოგიები ახალ Galaxy S9-ში გამოვიდეს, რომელიც ჭორების თანახმად 25 თებერვალს შედგება MWC 2018-ის ფარგლებში.