Google Photos აპლიკაცია საშუალებას აძლევს სმარტფონის მფლობელებს, რომლებსაც მცირე მოცულობის მეხსიერება აქვ თავიდან აიცილონ ასეთი სიტუაცია. რეკლამაში ნაჩვენებია ტელეფონი რომელსაც iOS-ის სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს და ვიზუალურადაც ძლიან გავს iPhone-ს ოღონდ ერთი განსხვავებით – არ აქვს Home ღილაკი.
სერვისის აღწერაში ნათქვამია, 16 მეგაპიქსელამდე ფოტო და 1080p ვიდეო შეგიძლიათ უფასოდ და ლიმიტის გარეშე ატვირთოთ ღრუბლოვან საცავში სადაც ისინი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერ ავტორიზებული ტელეფონიდან, პლანშეტიდან და კომპიუტერიდან საიტზე photos.google.com.
თუ თქვენს ტელეფონზე ამოიწურა თავისუფალი ადგილი შესაძლებლობა გეძლევათ ერთი შეხებით წაშალოთ ღრუბელში ატვირთული ფოტოები და ვიდეობი. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS ასევე Android პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ iPhone ხელმისაწვდომია 32, 64 და 128 გიგაბაიტიანი ვარიანტები სულ უფრო და უფრო მატულობს 16 გიგაბაიტიანი 6S-ისა და SE-ს პოპულარობა.