ა.შ.შ-ს პატენტების და სავაჭრო ნიშნების ბიურომ თავის სატიზე გამოაქვეყნა კომპანია Apple-ის განაცხადი, რომელში აღწერილია მეთოდი, რომელიც სამართალდამცავებს დაეხმარება სმარტფონების მომპარავი ბოროტმოქმედების იდენტიფიკაციაში.
“არაავტორიზებული მომხმარებლების ბიომეტრიული ჩაწერა” საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას თითის ანაბეჭდის Touch ID სკანერი, რა დროსაც შეგროვდება სხვისი თითის ანაბეჭდები და ფოტოები.
იმ შემთხვევაში თუ სენსორი დააფიქსირებს არაავტორიზებულ შეხებას, ტელეფონში ჩაშენებული კამერები დაიწყებენ პოტენციური მომპარავის ფოტო და ვიდეო გადაღებას. მონაცემები ტელეფონში და სერვერზე შეინახება სადაც თითის ანაბეჭდები მომხმარებლების ბაზაში შემოწმდება.
ამასთანავე განაცხადში ნათქვამია, რომ “ანტიშპიონური” რეჟიმის ჩართვა მოხდება გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, რომლებიც მომხმარებელზე იქნება დამოკიდებული. მაგ. Touch ID-ის მიერ ანაბეჭდების ჩაწერა შესაძლოა პირველივე ჩაშლილი განბლოკვის მცდელობის შემდეგ ჩაირთოს. ტექნოლოგია ასევე იყენებს მანქანური სწავლების მეთოდებს, რომლის დახმარებითაც სმარტფონი შეძლებს თავისით გაუშვას საიდუმლო რეჟიმი საეჭვო სიტუაციაში.
აღნიშნული ტექნოლოგიის რეალურად დანერგვის ვადებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. არ არის გამორიცხული, რომ Apple-ის სხვა პატენტების მსგავსად ეს განაცხადიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს, მაგრამ საერთო ჯამში მოპარვისაგან დაცვის წარმოდგენილი მეთოდიკა საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება.