სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA 2016 გრძელდება, ამჯერად Sony-ს ანონსებს წარმოგიდგენთ. იაპონელებმა ახალი ფლაგმანი: Xperia XZ და ასევე მინიატურული Xperia X Compact წარმოადგინეს. X Perfomance-ის შემდეგ, რომელიც X-ის გაუმჯობესებული ვერსია იყო ახალ ფლაგმანი უკეთსად გამოიყურება. XZ დიდია, კარგად გამოიყურება, მეტალის კორპუსი და ყურადღებით დამუშავებული დეტალები დადებითად აისახება პროდუქტეზე. ახალი კამერა და Qualcomm-ის უახლესი პროცესორის მართლაც ტოპ მონაცემებს აძლევს სმარტფონს.
Xperia XZ
თუ დავაკვირდებით Xperia X სერიის ჯერ კიდევ მცირე ევოლუციის ხაზს მაშინ Xperia XZ ძალიან კარგად გამოიყურება:
Sony Mobile-ის მთავარი დიზაინერი დეტალებზე ყურადღებით გამოირჩევა. კორპუსის კონტური ზუსტად იმეორებს მკაცრად ცენტრში მოთავსებულ USB Type-C პორტის მოხაზულობას, მომრგვალებული 2.5D ეკრანი, შუშის და მეტალის კორპუსი, სტერეოდინამიკები და მინიატურული მიკროფონი პერფექციონისტებზეა გათვლილი.
ჩარჩოები უფრო დთხელდა Xperia X-თან შედარებით და ახალი დიზაინი სწორედ რომ Sony-ს სტილში ჯდება და არც ერთი სხვა კომპანიის დიზაინს არ იმეორებს. კორპუსი მთლიანად მეტალისაა და ერთი პლასტმასის ჩასმა ანტენისათვის კპრპუსის ქვედა მხარესაა და პეიზაჟს ნამდვილად არ აფუჭებს.
ფერები საინტერესოა: პლატინის, შავი (რომელიც შუქზე იისფერი ჩანს) და ღრმა ლურჯი. ყველა შემთხვევაში მეტალი ანოდიზებულია და გამოიყენება ახალი ALKOLIEIDO ტექნოლოგია, რომელიც ტეელეფონის ფერს უფრო ღრმად გადმოსცემს. წინა პანელი მეტალის ფერშია, რაც უკანა კოპრუსთან სრულ ჰარმონიაშია.
კამერა ძველის შტაბეჭდილებას ტოვებს, 23 მეგაპიქსელი, დამყოლი ავტოფოკუსი, Sony IMX300 სენსორი, მაგრამ განსხვავება ხარისხშია. ახალ ფლაგმანში სამი სენსორია: SRGB სენსორი, რომელიც ფერთა გადაცემას აკონტროლებს მეტი ბუნებრიობისათვის, ლაზერული ავტოფოკუსი ობიექტებამდე მანძილის განსაზღვრისათვის და Sony Exmor RS მარტრიცა პრედიქტიული ჰიბრიდული ავტოფოკუსის მქონე სმარტფონებისათვის. Xperia XZ პირველია ახალი თაობის სმარტფონებს შორის სადაც Sony-ს უმთავრეს პრობლემას ფოტოგრაფიაში, რაც პროგრამულ უზრუნველყოფაშია გადაწყვეტა შეძლეს. სამი სენსორის გარდა პროგრამაში გამოჩნდა ექსპოზიციის კონტროლი, როემლიც ძველ სამრფონებშ არ იყო და ხშირად გადანათებულ ან ბნელ ფოტოებს ვიღებდით.
გვაქვს კიდევ ერთი სრულიად ახალი ინფრაწითლი სენსორი, რომელიც გამოსხივებას იჭერს და თეთრის ბალანს არეგულირებს ინტენსივობიდან გამომდინარე. ამობენ, რომ ფოტოგრაფიები ამის წყალობით უფრო ბუნებრივად გამოიყრება. კონკურენტების კამერებში თეთრის ბალანსი ძველი პრინციპით რეგულირდება რაც ფიქსირებული მნიშვნელობაა შერჩეული გადაღების რეჟიმისათვის.
ლაზერული ავტოფოკუსიც პირველად გამოჩნდა Sony-ს სმარტფონში, ხოლო სტაბილიზაცია Steady Shot გაუმჯობსესდა. ახლა უკვე ორი ღერძით სტაბილიზაციას დემატა სრულყოფილი ყველა მიმართულებით მომუშავე სტაბილიზატორი, რაც მაკრო გადაღებას გააუმჯობესებს საგრძნობლად.
შენარჩუნებულია კამერის ჩართვის ცალკე ღილაკი, რომელიც კოპრუსზე ძველებურად არის განთავსებული. თუ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა იმდენად გააუმჯობესეს, რომ გადაღებას Samsung Galaxu S7-ისა და Huawei P9-ს დონის სურათბს გადაიღებს ეს ნამდვილად დიდი ნაბიჯი იქნება Sony-თვის.
ლითიუმ-პოლიმერის აკუმლატორი 2900 მილიამპერამდე გაიზარდა. გაუგებარია რატომ შეამცირეს მისი მოცულობა X Perfomance-ში. ტექნოლოგია Qnovo ისევ მუშაობს და უზრუნველყოფს აკუმლატორის უფრო მეტი მუშაობის დროს. ასევე არის საფირმო ტექნოლოგია STAMINA, რომელიც ავტონომიურად მუშაობის დროზე ზრუნავს.
აპარატს SIM ბარათის და მეხისერბის ბარათების ჰიბრიდული სლოტები აქვს, მაგრამ 2-სიბმარათიან მოდელს უკვე 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს რაც ძალიან კარგია. საბაზისო მოდელს 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს.
პროგრამულად არაფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა რომ ინტერფეისი კიდევ უფრო დაუახლოვდა სტანდარტულ Android-ს. მთავარ ეკრანზე მარჯვნიდან სვაიპით Google Now-ის გამოძახებაა შესაძლებელი ისევე, როგორც Nexus მოწყობილობებს. რა თქმა უნდა ყველაფერი Android 6-ზე მუშაობს, რომელიც ძალიან მალე Android 7-ზე განახლდება.
Xperia XZ გაყიდვაში ოქტომბრიდან გამოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია ფასები, რომლებიც რეგიონების მიხედვით იქნება განსაზღვრული და სავარაუდოდ ძველი ფლაგმანის საწყის ფასს უნდა ველოდეთ. ასევე ძნელია ითქვას თუ რამდენად შეძლებს Samsung-ისა და Huawei-ს კონკურენციას ახალი Xperia, მაგრამ LG-ისა და HTC-თან გამკლავება ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.
Xperia X Compact
რა თქმა უნდა ფლაგმანის მონაცემები აქ საერთოდ არაფერ შუაშია და უფრო საშუალო მონაცემების სმარტფონის აღჭურვილობასთან გვაქვს საქმე. ახალი ბიუჯეტური მოდელი Xperia X-ის მონაცემებს იმეორებს რაც საშუალო კლასის Snapdragon 650 პროცესორში, 4,6 დიუმის HD ეკრანში გამოიხატება. ეს არ არის Z5 Compact-ის შემცვლელი, არამედ კიდევ ერთი განშტოებაა, უფრო ხელმისაწვდომი ფასის და მეტად საინტერესო დიზაინის თვალსაზრისით.
X Compac სპეციფიური პლასტმასისგანაა შექმნილი, რომელიც კერამიკასავით გამოიყურებას. განსაკუთრებით თეთრსა და ლურჯ ფერებში. კარგია რომ Sony არ ივიწყებს პატარა სმარტფონების მიმართულებას. თთქმის iPhone 6s-ის ეკრანის ზომით სმარტფონი გაცილებით პატარაა, რაც მცირე ზომის მოწყობილობების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ.
მთავარი კამერა ისეთივეა, როგორც Xperia XZ, რაც კონკურენტებზე გაცილებით წინ აყენებს Xperia X Compact-ს იგივე ფასის კატეგორიაში. სმარტფონი გაყიდვაში უკვე სქტემბერში იქნება ხელმისაწვდომი დაახლოებით 500 დოლარად რაც საკმაოდ დიდი ფასია სხვა საშუალო დონის სმარტფონებთან მიმართებაში. თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ კამერა და დიზაინი გაცილებით უკეთესია სხვებზე იმედია გაყიდვებში პრობლემები არ იქნება.
საქართველოში პირველად წავიკითხე ობიექტურად გადმოცემული ინფორმაცია.
დავით, ძალიან კარგია.
წარმატებები.
მადლობა, ვეცდებით რომ ყოველთვის დავიცვათ ბალანსი