Apple-Twitter-796x398გავიდა დიდი დრო და შედგა Apple-ის დებიუტი Twitter-ში.

Twitter-ის ანგარიშზე Apple-მა დაამატა საკუთარი ლოგო პროფილის სურათად და ასვევე ანგარიში უნზრუნველყო “დამოწმებული” სტატუსით. თუმცა, ჯერჯერობით არაფერი დაუტვიტავს.

Apple-Twitter-current

აღნიშნულ სოციალურ ქსელში Apple პირველად არ გამოჩენილა. მას უკვე აქვს ანგარიშები ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა: customer support, iTunes,App Store, iBooks და Apple Music.

@Apple დარეგისტრირდა 2011 წლის სექტემბერში, თუმცა რაიმე აქტივობა დღემდე არ განუხორციელებია. შესაძლებელია, ეს ანგარიში თავდაპირველად სხვას ეკუთვნოდა, შემდეგ კი Apple-მა მოიპოვა საკუთრებაში.

საყურადღებოა, Apple-ის Twitter-ზე გამოჩენის დრო. 7 სექტემბერს Apple ჩაატარებს ივენთს, სადაც წარმოადგენს iPhone 7-ს. შესაძლოა, ანგარიში სწორეს ამ მოწყობილობის და სხვა ახალი პროდუქტების (ახალი iMac, MacBook) დასარეკლამებლად გამოიყენოს. ამის გასარკვევად, საკმარისია ავეკიდოთ მას Twitter-ზე.

უცნაურია, რომ Apple-მა არ გამოიყენა შანსი მოეპოვებინა ღირსეული URL საკუთარი Facebook ანგარიშისთვის. იხილეთ  facebook.com/apple :

Apple-Facebook

წინა სტატიაProject Ara ოფიციალურად დაიხურა
შემდეგი სტატიაGalaxy Note 7-ის ინციდენტი Samsung-ს 1 მილიარდი დაუჯდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი