ახალი მონაცემების თანახმად წელს Galaxy Note 9 დაგეგმილზე ადრე გამოვა. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ Samsung-მა ახალი პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა დაგეგმილზე ორი კვირით ადრე დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ სიახლე აგვისტოს დასაწყისში გამოვიდეს და ძალიან საინტერესო ახალი ფუნქციონალი დაემატოს.
ანონიმური წყაროების ინფორმაციით კომპანია Samsung Display-ს უკვე აქვს სამზე მეტი ტექნოლოგია, რომლითაც თითის ანაბეჭდების სკანერის ეკრანში მოთავსებაა შესაძლებელი და Note 9-ში დიდი შანსია რომელიმე მათგანი გამოიყენონ.
ადრე ავტორიტეტულმა ანალიტიკოსმა მინ-ჩი კუომ განაცხადა, რომ Galaxy Note-9-ის ეკრანში დაქტილოსკოპი ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა Samsung-ს საკმაო დრო აქვს იმისთვის, რომ რამდენიმე თვეში რეალურად ინოვაციური ტექნოლოგია გვაჩვენოს.