Edison.ge-ს მიერ “თავისუფალ უნივერსიტეტთან” ერთად ჩამოყალიბებულ ტრენინგ ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ( https://www.facebook.com/FreeUni/posts/10156389014817700 )
„ტრენინგების რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში, მონაწილეები 0-დან შეისწავლიან Arduino-ზე დაპროგრამებას და სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობების შექმნას. რის შემდეგადაც უკვე ველით, რომ შეიქმნება ძალიან კარგი ინოვაციური სტარტაპები და გვაქვს იმედი, რომ რომელიმე Unicorn-იც აღმოჩნდება.”- განაცხადა Navigator-თან საუბრისას Edison- ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გივი ბერიძემ.
Edison.ge საქართველოში და მის გარეთ არსებულ კომერციულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს ელექტრონულ (Hardware) და პროგრამულ (Software) სერვისს სთავაზობს.
კომპანია ოფიციალურად, წელიწადზე მეტია რაც არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში, მან 70-მდე სხვადასხვა პროექტი განახორციელა.
კომპანიას ძალიან ბევრი საინტერესო წამოწყება აქვს, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული სტარტაპია მაღალტექნოლოგიური ონლაინ მაღაზია http://Store.Edison.Ge , რომლის მიზანია ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზოს ქართველ მომხმარებლებს ის პროდუქცია, რითიც უამრავი ინოვაციური პროექტის შექმნა არის შესაძლებელი.
სამომავლოდ, Edison-ის მიზანია, რომ დაწყებული სტარტაპები წარმატებულები გახადონ და მეტ ადამიანს გააცნონ თავიანთი შესაძლებლობები, რაც მათი აზრით, ხელს შეუწყობს მინიმუმ საქართველოში მაღალტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.