2018 წლის მაისში, კომპანია „ობერიგ აიტი“-მ, რომელიც არის უკრაინული კომპანია Value Add Distributor პროექტული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, გახსნა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
ახალი ოფისი განავითარებს ქართული ბაზრისთვის აქტუალურ ტექნოლოგიებს ინფორმაციული უსაფთხოებისა და მონაცემთა დაცვის სფეროში.
ვენდორთა სასტარტო პორტფოლიო შემდეგნაირად გამოიყურება:
ESET, დლპ-სა და აუტენტიფიკაციის მიმართულებები – მძლავრი და მოქნილი ტექნოლოგიები კონფედენციალურ მონაცემთა დასაცავად და მათთან წვდომის გასაკონტროლებლად;
Arcserve – სარეზერვო კოპირება და მონაცემთა აღდგენის საშუალება ფიზიკურ, ვირტუალურ და ქლაუდ ინფრასტრუქტურაში. მონაცემთა არქივაცია;
Unitrends – სარეზერვო კოპირება და მონაცემთა აღდგენა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.
Gray Wizard – ვებ პორტალებისა და აპლიკაციების დაცვა (Web Application Firewall, DDoS Protection)
პროგრამული უზრუნველყოფის გარდა,“ობერიგ აიტი“ საქართველოს პარტნიორებსა და ბოლო მომხმარელბებს შეეძლებათ მიიღონ პრისეილ კონსულტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე მიიღონ საჭირო ცოდნა კომპანიის მიერ ჩატარებულ კურსებზე, სემინარებსა და კონფერენციებზე დასწრებით. „ობერიგ აიტი“ ეხმარება პარტნიორებს პროექტთა წინსვლაში და უზრუნველყოფს მათ პროექტებში საჭირო დაცვის მყარი მექანიზმით. ბოლო მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომია უფასო სერვისების სრული ჩამონათვალი ვენდორთა გადაწყვეტილებების გასაცნობად: პრეზენტაციები, დემონსტრაციები, საპილოტო პროექტები.
გიორგი გვარამაშვილი, ბიზნეს განვითარების დირექტორი „ობერიგ აიტი“ საქართველო:
ჩვენ ვპოზიციონირებთ როგორც კომპანია, რომელიც მთავარ აქცენტს აკეთებს ტექნიკურ ექსპერტიზაზე. ამით ჩვენ საშუალება გვეძლევა საქართველოს ბაზარზე შემოვიყვანოთ ისეთი მწარმოებლები, რომელთაც უკვე დაიმკვიდრეს თავი მსოფლიოში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად არიან წარმოდგენილები.
საქართველოს ბაზარზე არის ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების დიდი მოთხოვნა. მაგალითად ბოლო მონაცემთა მიხედვით საქართველოში არის ყველაზე მცირე რაოდენობის დახურული პროექტები დლპ (კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა) სისტემების მიმართულებით ისეთ ქვეყნებს შორის, როგორებიც არიან უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი. ჩვენ ხელს შევუწყობთ დლპ სისტემის განვითარებას, რომელსაც აწარმოებს კომპანია „ESET“. ასევე ჩვენს სასტარტო პორტფოლიოში წარმოდგენილი იქნებიან ვენდორები Arcserve და Unitrends, რომელთა მთავარი მიმართულება არის სარეზერვო კოპირებისა და მონაცემთა აღდგენის ტექნოლოგიები. ამის გარდა ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ვებ აპლიკაციებისა და ვებ საიტების დაცვის პრობლემურობაზე კომპანია “Grey Wizard”-ის დახმარებით.
პაველ ნაზარევიჩი, ბიზნეს განვითარების დირექტორი „ობერიგ აიტი“ :
ჩვენ ვიწყებთ საქაქრთველოში მუშაობას დიდი ენთუზიაზმით, ჩვენ მზად ვართ ინვესტიციების დასაბანდებლად და ლოკალური პარტნიორების განსავითარებლად. ვიწვევთ ყველა პარტნიორს და ბოლო მომხმარებლებთა წარმომადგენლებს ჩვენს მომავალ ღონისძიებებზე.
Oberig IT LLC
Chavchavadze St. 39
Georgia, Tbilisi, 0162,
www.oberig-it.com