9 ივნისს, თბილისში, ისთ ფოინთის ცენტრალურ სივრცეში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით STEM ფესტივალი გაიმართა, სადაც  ნორჩმა მეცნიერებმა და წარმატებულმა მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერიმენტი და  ინოვაციური გამოგონება წარუდგინეს.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში ასევე ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული გამომგონებლების ნამუშევრების ჩვენებაც გაიმართა.

„უკვე 10 წელზე მეტია IYIPO-ს საორგანიზაციო კომიტეტი სხვადასხვა სამეცნიერო პროექტს სთავაზობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. წელსაც STEM ფესტივალის ფორმით გადავწყვიტეთ წაგვეხალისებინა მოსწავლეები. ბავშვებისთვის მსგავს პროექტებში ჩართულობა მოტივაციაცაა ახალი გამოგონებები შექმნან და სხვა მოსწავლეებიც ჩართონ სახალისო და მარტივი ცდების ჩატარებაში“ – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საფეთ ბაირაქთუთანმა.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია, კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.  

STEM  ფესტივალის მხარდამჭერია:

  • სკოლა-ლიცეუმი სხივი;
  • მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
  • ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
  • რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

 

წინა სტატიასაქართველოს უნივერსიტეტში “ბლოკჩეინ ფესტივალი” ჩატარდება
შემდეგი სტატიაAdsocial სტარტაპებს დაეხმარება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი