სამწუხაროდ, ხშირად საერთოდ ვერ ვახერხებთ დარბაზში სიარულს, თუმცა ძალიან გვინდა ფორმაში ყოფნა. ამ დროს გვიჩნდება კითხვა – რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის პირობებში შედეგის მისაღწევად? ამ კითხვაზე პასუხი Fit.Ge-ზე უნდა ვეძებოთ.
Fit.Ge – ყველაზე დიდი ფიტნეს პორტალია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინტერესო ინფორმაციასა და რჩევებს აწვდის.
„საქართველოში პირველებმა შევთავაზეთ მომხმარებელს სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამების დისტანციურად შედგენა. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ყველას არ აქვს დრო ან საშუალება იაროს ფიტნეს დარბაზში, ამიტომ პროგრამების შედგენა შეიძლება, როგორც დარბაზის, ისე სახლში ვარჯიშის პირობებშიც.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Fit.Ge–ის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე კალანდაძემ.
კომპანიას ამ ეტაპზე აქვს პროგრამები შემდეგი მიზნების მისაღწევად:
- წონაში კლება გრძელვადიანი ან მოკლევადიანი მიზნებისთვის
- წონის მომატება
- კუნთოვანი მასის მომატება
- სხეულის ტონუსში მოყვანა
საიტს დღეში საშუალოდ 3000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ცვალებადია ფიტნეს სეზონთან ერთად და ამ ერთი წლის განმავლობაში 1500-დან 7000-მდე მერყეობს. რაც შეეხება დისტანციური პროგრამების მომხმარებელს, დღეში საშუალოდ 15-30 ადამიანი ინტერესდება აღნიშნული სერვისით.
„ბევრი დეტალის გამჟღავნების გარეშე გეტყვით, რომ გვინდა Fit.Ge იყოს ადგილი, რომელიც ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების კუთხით ყველა პრობლემას მოგიგვარებთ, ჩვენი სურვილია გავაერთიანოთ ფიტნესის მიმდევრობები და აქტივობები, შევთავაზოთ მომხმარებელს პროდუქტი, რომელიც მოიცავს ფიტნესს, როგორც მთლიან სფეროს. რაც არ უნდა გაინტერესებდეთ და გჭირდებოდეთ ფიტნესში – Fit.Ge დაგეხმარებათ!“ – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ახვერდაშვილმა.