ქართველი გეიმ დეველოპერებისათვის უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა, გლობალურ ბაზარზე საკუთარი ნამუშევრების და შესაძლებლობების წარმოსაჩენად. მათ Tokyo Game Show-ზე მონაწილეობა სპეციალურად ცენტრალური ევროპის კომპანიებისათვის და გუნდებისათვის მოწყობილ სტენდზე შეეძლებათ. გამოფენაში ნონაწილეობა ქმნის კარგ შესაძლებლობას პარტიორული ურთიერთობების დამყარებისათვის იაპონურ გეიმ კომპანიებთან, რომლებსაც საკუთარი თამაშების ლოკალიზაცია ევროპულ ბაზარზე სურთ, ასევე მიიღოთ შეკვეთები იაპონური გეიმ სტუდიებისაგან, რომლებიც ეძებენ პროფესიონალ აუთსურსერ დეველოპერებს თანამშრომლობისათვის. ღონისძიება 20-12 სექტემბერს ჩატარდება
ამჟამად იაპონიის ელექტრონული თამაშების ბაზარი სიდიდით მე-3 მსოფლიოში.
Tokyo Game Show-ზე მონაწილეობისათვის ქართულ გუნდებს მგზავრობის თანხა ექნებათ მოსაძიებელი, ხოლო იქ ცხოვრება სპეციალური პირობებით მოხდება. სასტუმროში განთავსების 4 დღე 250 დოლარი ეღირება.
ცენტრალური ევროპისათვის სტენდის ორგანიზებას პოლონური ორგანიზაცია Game Industry Conference ახორციელებს.Game Industry Conference კომპიუტერული თამაშების თემატიკისათვის მიძღვნილი ღონისძიებების ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზატორია ევროპაში.
ღონისძიებაზე რეგისტრაცია აღნიშნულ ლინკზე მიმდინარეობს https://gic.gd/TGS_CEE.html
. რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში შეგიძლიათGame Industry Conference ქართულ პარტნიორებს Venatus მიმართოდ FB გვერდზე –https://www.facebook.com/ VenatusGeorgia/