BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და თიბისის პროგრამა სტარტაპერის ერთობლივი 3 თვიანი სტარტაპ კურსი დასრულდა, რომლის გამარჯვებულებიც გახდნენ: გეგა თათულიშვილი პროექტით – DigitalMed და გუგა გიორგაძე პროექტით- PAPP.
ისინი გერმანიაში www.idealab.io სტარტაპ კონფერენციაზე გაემგზვრებიან.
DigitalMed – არის პირველი ქართული ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემა სამედიცინო სექორისთვის. სპეციალურად შემუშავებული უნიკალური ალგორითმებით შექმნილი პროდუქტი სრულიად განსხვავებული და ახალი მიდგომებით ანაცვლებს დიაგნოსტიკის, ექიმთან კონსულატაციის პროცედურებსა და სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობას.
რაც შეეხება PAPP-ს – ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს აპლიკაციის მეშვეობით ვიპოვოთ თავისუფალი პარკინგი და სურვილის შემთხვევაში მოვახერხოთ რამდენიმე წთ/სთ-ით ადრე მისი დაჯავშნა.
ყველა პარკონგს აქვს ინდივიდუალური ღირებულება, რომელიც განისაზღვრება დროისა და ადგილის შესაბამისად.
TBC Startuperi ეს არის პროგრამა, სადაც დამწყებ სტარტაპერებს შესაძლებლობა ეძლევათ განახორციელონ და წარადგინონ თავიაანთი იდეები.