iPlus-ის მაღაზიებში პირველი iPhone Xs Max 35,000 ლარად გაიყიდება, რომლის შეძენაც ქართველ მომხმარებლებს 22 სექტემბრიდან შეეძლებათ.
ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში iPlus-ის გენერალურმა მენეჯერმა, კახა სეფაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს Apple-მა პრეზენტაციაზე 3 ახალი სმარტფონი Xs, Xs Max და Xr წარადგინა.
iPhone Xs – 999$ (28 ოქტომბრიდან)
iPhone XS Max – 1099$ (28 ოქტომბრიდან)
iPhone Xr – 749$ (26 ოქტომბრიდან)