გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო Martini gmbh ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მემორანდუმს აფორმებს.
თანამშრომლობის საფუძველზე უკვე ოქტომბრის თვიდან BTU-ში შერჩეული სტუდენტებისთვის ვებ დეველოპმენტში გადამზადება, დისტანციური დასაქმება გერმანიაში და კომპანიაში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა გახდება ხელმისაწვდომი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – ეს არის ავტორიზებული უნივერსიტეტი საქართველოში, რომლის მისიაცაა გახადოს საქართველო ტექნოლოგიების სწავლების ჰაბი, გაზარდოს კონკურენტუნარიანი კადრები მსოფლიოს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ბაზრისთვის და შექმნას ახალი სამუშო ადგილები.