თავდაპირველად კომპანიაში 50 მილიონ დაზარალებულზე საუბრობდნენ.

პუბლიკისთვის უცნობმა ჰაკერებმა 30 მილიონამდე Facebook-ის მომხმარებლების მონაცემები მიიღეს, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გამომჟღავნებული ინციდენტის შედეგია. 12 ოქტომბერს Facebook-ის ვიცე პრეზიდენტმა გაი როსენმა უფრო დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ თუ რა მონაცემები იქნა მოპარული.

თავიდან საუბარი იყო 50 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემები, თუმცა ახლა უკვე რიცხვი დაზუსტდა და საუბარია 30 მილიონ დაზარალებულზე.

რა მიიღეს ჰაკერებმა:

  • 15 მილიონი მომხმარებლის – სახელები და საკონტაქტო მონაცემები, მათ შორისა ტელეფონის ნომრები და ელ-ფოსტის მისამართები.
  • 14 მილიონი მომხმარებლის – სახელები, საკონტაქტო მონაცემები, გამოყენებული მოწყობილობები, პროფილში მითითებული სქესი, ენები, ურთიერთობების სტატუსი, რელიგია, მშობლიური ქალაქი, დაბადების თარიღი, განათლება, სამუშაო ადგილი და ბოლოს დათვალიერებული 10 გვერდი და ბოლო 15 საძიებო მოთხოვნა Facebook-ის ქსელში.
  • 1 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ხელუხლებლად გადარჩა.

პირადი მიმოწერისა და საბანკო ბარათების შესახებ მონაცემების გაჟონვა Facebook-ს არ დაუფიქსირებია.

Facebook-მა შექმნა სპეციალური გვერდი, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია შეამოწმოს გახდა თუ არა მისი პროფილი ჰაკერების მსხვერპლი. უახლოეს მომავალში კომპანია დაზარელებლ მომხმარებლებს შეტყობინებას გაუგზავნის და სპეციალურ ინსტრუქციასაც თუ როგორ დაიცვან საკუთარი მონაცემები.

Facebook-ის მონაცემებით შეტევა არ შეხებია კომპანისს სხვა სერვისებს, როგორიცაა Messenger, Messenger Kids, Instagram, WhatsApp, Oculus, Workplace, Pages, გადახდები, გარეშე აპლიკაციები, სარეკლამო ანგარიშები და დეველოპერების პროფილები.

კომპანია გამოძიებას FBI, FTC, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიასთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობით აწარმოებს. ისინი ამბობენ, რომ FBI-ის გამომძიებლების თხოვნით არ ახმაურებენ გამოძიების დეტალებს და მათ ვინაობას ვინც შეიძლება იდგეს შეტევის უკან.


წინა სტატია„ჩვენი ინდუსტრია არ სცემს პატივს ტრადიციას, ის პატივს სცემს მხოლოდ ინოვაციას“ სატია ნადელა, Microsoft CEO
შემდეგი სტატიაჩასწორებული Windows 10-ის განახლება მაინც პრობლემური აღმოჩნდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი