ტექნოპარკში ეროვნული ბანკის, SBFIC-ისა და კინგსის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მათ სტუმრებს გააცნეს ახალი პროექტის აღწერა და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.
პროექტი კინგსის სასკოლო ოლიმპიადაში ფინანსური განათლების კომპონენტის დამატებას გულისხმობს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მოისმინეს მოწვეული სტუმრის, ცნობილი ტელეწამყვანის, ირაკლი კაკაბაძის ინტერაქტიული ლექცია. მან ისაუბრა ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ და ბავშვებს გაუზიარა ფინანსურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით საკუთარი გამოცდილება.
კინგსის სასკოლო ოლიმპიადა II-XII კლასელთათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით უკვე 64 მუნიციპალიტეტი და 250,000-ზე მეტი ბავშვია ჩართული.
გარდა ოლიმპიადისა, კინგსის სასწავლო პროგრამა ონლაინ სასწავლო პლატფორმასაც მოიცავს, სადაც ოლიმპიადის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურსი განთავსდება. აღნიშნული რესურსი ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა – პირადი ფინანსების მართვა, დაზოგვა, ხარჯვა, ფინანსური მიზნების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება, ფინანსური პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება.