ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა კეთდება.
ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
პროექტი გერმანული ინვესტიციით (AE SOLAR) ხორციელდება.
საწარმო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე 10 ათას კვადრატილ მეტრზე განთავსდება და წლიურად მინიმუმ 200 მეგავატი სიმძლავრის პანელებს დაამზადებს.
ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, გალფის ქვეყნებში და ევროპაში გაიყიდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი რეალიზაცია რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც იგეგმება.